April 29, 2024

ბელა ჰადიდის დილის რუტინა, რომელმაც თაყვანისმცემლები შოკში ჩააგდო

პოდიუმის ვარსკვლავმა თაყვანისმცემლებს ყოველდღიური რუტინა გაუზიარა: ის იყენებს დიდი რაოდენობის ვიტამინებს და სამი შრატის ნარევს კანისთვის.

27 წლის მოდელმა, ბელა ჰადიდმა გაამხილა სიმართლე იმის შესახებ, რაზე უნდა წავიდეს უნაკლო გარეგნობისთვის. ბლოგში მან აჩვენა თავისი ვრცელი, 10-საფეხურიანი გამაჯანსაღებელი პროგრამა, რომელიც მოიცავს ზღვის ხავსისა და ყოველდღიურად ათზე მეტი დასახელების ვიტამინის მიღებას.

 

“დილა ჩემთან ერთად, სანამ შენთვის რაიმეს გაკეთებას დაიწყებ“, - მან ვიდეოს წააწერა.ბელამ რიტუალი თავის მოვლის საშუალებით დაიწყო, ჭიქაში სამი შრატისა და ვიტამინის კოქტეილის შერევით. ჰადიდი იღებს 14 სახის ვიტამინს მწვანე სმუზით. შემდეგ ის იღებს ზღვის ხავსს და მიმართავს დეტოქსიკაციას, რომელიც აღწერილია, როგორც "უჯრედული დეტოქსიკაციის ნაზი მხარდაჭერა". მან მოიხმარა თხევადი იონური მიკროელემენტები და შემდეგ დაიწყო საუზმე: მოდელმა აირჩია კრუასანი და მატონიზირებელი სასმელი Kin Euphorics-ის ბრენდისგან.

 

Victoria's Secret-ის ყოფილმა მოდელმა დილის რუტინა აქსესუარების, რამდენიმე ბროლის სამაჯურის არჩევანით დაასრულა. მისმა ვიდეომ შეაგროვა უამრავი კომენტარი, მათ შორის რამდენიმე ცნობილი ადამიანის.

 

"ჩვენ გვიყვარს კაშკაშა, ჯანსაღი დედოფლის ნახვა", - თქვა მსახიობმა, ჯულია ფოქსმა.

 

მოდელს, რომელიც მაისში საკუთარი ბრენდის Orebella გამოშვებას ჰპირდება, ბევრ კითხვას აჩენს, თუ როგორი კოსმეტიკური პროდუქტები იქნება ახალ ხაზში.

 

„რას ყიდის იგი? "დაბნეული ვარ", - წერს გაკვირვებით ერთ-ერთი ფანი.

 

ჰადიდმა არ უპასუხა კომენტარს, თუმცა მისი სილამაზის ახალი პროექტის დეტალებმა დააინტერესა გამომწერები. მოდელმა გააზიარა სარეკლამო ვიდეო ბრენდის პროდუქციის სურათებით. ცნობილია, რომ 2022 წელს შეტანილი სასაქონლო ნიშნის განაცხადში მითითებულია, რომ ხაზი შეიძლება ფოკუსირებული იყოს სურნელოვან პროდუქტებზე: ტანის ლოსიონებზე, სახის კოსმეტიკაზე, ასევე თმის მოვლის საშუალებებზე, სანთლებზე, სუნამოებსა და არომატული ზეთების დიფუზორებზე. დაწვრილებით ამის შესახებ ჩვენს მასალაში.

 

წყარო:beaumonde.ge

წაკითხვა 112 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 22 2024

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.