May 2, 2024

ივნისი 23 2020 წაკითხვა 530 ჯერ

“პირველი ივლისიდან მსოფლიოს ქვეყნები და მათ შორის საქართველო საერთაშორისო საზღვრებსა და ტურისტულ სეზონს ხსნის.

ივნისი 23 2020 წაკითხვა 705 ჯერ

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად

ივნისი 23 2020 წაკითხვა 458 ჯერ

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აშშ - ის კომპანიებმა კიდევ უფრო კომფორტულად იგრძნონ თავი. ჩვენი სამინისტროს კარი ყოველთვის ღიაა მათთვის, რათა გავიაროთ თითოეული პრობლემა და საკითხი, რაც მათ წინაშე შეიძლება დადგეს, გადავწყვიტოთ ყველაფერი ისე, რომ უფრო მეტი ამერიკული ინვესტიცია გვქონდეს მომავალში," - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სტატისტიკურ მაჩვენებელს 2020 წლის პირველ კვარტალში აშშ - დან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ. ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა ერთ-ერთი მთავარი ინვესტორია - 2020 წლის I კვარტალის მონაცემით ამერიკული ინვესტიციები 34%-ით გაიზარდა და 17%-იანი წილით მეორე ადგილი დაიკავა უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის.

 

„ძალიან სასიხარულოა, რომ აშშ - დან განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2020 წლის პირველ კვარტალში გლობალური პანდემიის მიუხედავად გაიზარდა. ესაა კიდევ ერთხელ დასტური იმისა, რომ ჩვენ, „ქართული ოცნების" გუნდი ვაყალიბებთ ისეთ საინვესტიციო გარემოს, რომელიც მიმზიდველია ინვესტორებისთვის," - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

„ჩვენ განსაკუთრებით ყურადღებით ვეკიდებით ინვესტორებს აშშ - დან, გვაქვს რა მიზნად, რომ გავზარდოთ ინვესტიციები ამ ქვეყნიდან. დღეს საქართველოში 300 - მდე ამერიკული კომპანია საქმიანობს. 2020 წლის პირველ კვარტალში, ამერიკული ინვესტიციები განხორციელდა კავშირგამბულობაში, ენერგეტიკაში, დეველოპმენტში, ტურიზმსა და სხვ," - განაცხადა მინისტრმა.

ივნისი 21 2020 წაკითხვა 603 ჯერ

კორონავირუსის პანდემიამ გაყიდვების მოცულობა ავტომობილების ბაზარზეც შეამცირა. 

ივნისი 21 2020 წაკითხვა 474 ჯერ

2020 წლის 31 მაისის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5 მილიარდ 979 მილიონ დოლარს ანუ 18 მილიარდ 990 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც წინა თვესთან შედარებით, 767 მილიონ 842 ათასი ლარით მეტია.

ივნისი 18 2020 წაკითხვა 508 ჯერ

უცხოელი ტურისტების მიღების წესები ჯანდაცვის სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციებზე დაყრდნობით შემუშავდა და შესაძლოა კორონავირუსის დაფიქსირების შემთხვევაში საკარანტინე ზონები სახელმწიფომ კვლავ გამოიყენოს. 

გვერდი 68 სულ 87
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.