May 2, 2024

ყველაზე უსაფრთხო ადგილები ევროპაში პოსტპანდემიური მოგზაურობისათვის: საქართველო

"ევროპის ქვეყნებმა თავიანთი საზღვრების გახსნა დაიწყეს ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისთვის, მათ შორის ბრიტანელებისთვისაც“, - აღნიშნავს გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ («The Daily Telegraph») 17 ივნისს გამოაქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ყველაზე უსაფრთხო ადგილები ევროპაში პოსტპანდემიური მოგზაურობისათვის: საქართველო“ (ავტორი - ემა ფედერსტონი).

„ბრიტანელებმა დროა იფიქრონ იმაზე, თუ სად სჯობს დასვენება, როცა საკარანტინო ზომები გაუქმდება და საგარეო საქმეთა სამინისტრო რეკომედაციებს გამოაცხადებს“, - აღნიშნავს ავტორი და მკითხველს აცნობს ევროპის 12 ქვეყანაში - ხორვატეთში, პორტუგალიაში, ჩერნოგორიაში, მალტაში, საბერძნეთში და ა.შ.,  მათ შორის საქართველოში  არსებულ სიტუაციას.

 

„საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების 260-ჯერ ნაკლები ფაქტი დაფიქსირდა, ევროპის ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნებთან შედარებით. ქვეყნის ხელისუფლებამ პანდემის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირება მოახდინა და პრევენტიული ზომები დაუყონებლივ მიიღო. შესაბამისად, ვირუსტან დაკავშირებით არსებული სიტუაცია სესაძლებლობას იძლევა, რომ საქარტველო უცხოელი ტურისტებისთვის პირველი ივლისიდან გაიხსნას - რა თქმა უნდა, უსაფრთხოების რიგი ზომების დაცვით. როცა ბრიტანელებს საზღვარგარეთ წასვლის შესაძლებლობა მიეცემათ და ისინი თბილისში წასვლას გადაწყვეტენ, უმჯობესია ქვეყნის დედაქალაქს სექტემბერ-ოქტომბერში ეწვიონ. როგორც გაზეთის ტურიზმის განყოფილების ჟურნალისტი ქეი ჰოლანდი ამბობს,  თბილისის ძველი ქუჩა-ბანდები, თავისი კოხტა სახლებით და უძველესი ეკლესიებით, ბოჰემური კაფე-რესტორნებით,  იდეალური ადგილია სახეტიალოდ.

 

საქართველოს კიდევ ერთი ლამაზი ქალაქია ბათუმი, რომელიც ტურისტებს პლაჟებს, საუკეთესო ცათამბჯენ სასტუმროებს და შავიზღვისპირეთის სუბტროპიკულ კლიმატს სთავაზობს. ბათუმში კორონავირუსი თითქმის არ გავრცელებულა“, - აღნიშნულია სტატიაში.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

https://www.telegraph.co.uk/travel/news/the-safest-european-destinations-for-post-pandemic-travel/

წაკითხვა 634 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.