,,ხარაგაულს სჭირდება პოზიტიური ცვლილებები" - კობა ლურსმანაშვილი

ხარაგაულის მერობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი, არჩევნებამდე 21 დღით ადრე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრებს აჯამებს და საკუთარ ამომრჩეველს მიმართავს.


,,ხარაგაულს სჭირდება პოზიტიური ცვლილებები" ჩემი წინასაარჩევნო კამპანია, უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს. როგორც ხარაგაულის მერობის კანდიდატი ხარაგაულის 50-ზე მეტი სოფლის მოსახლეობას შევხვდი და ყურადღებით მოვისმინე თითოეული სოფლის საჭიროებები. ზუსტად ვიცი, როგორ ვმართო ის პრობლემები, რომლებზეც ეს ადამიანები გულწრფელად მესაუბრებიან. მომავალ წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია.

 

2021 წელი გამოწვევების წელი იქნება და მე ვიღებ პასუხისმგებლობას, ეს გამოწვევები შესაძლებლობებად ვაქციო. მაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობის, ისე საპარლამენტო საქმიანობის, რაც მაძლევს ძალას და მოტივაციას კვლავ გამოვცადო ჩემი თავი ხარაგაულის მერის პოზიციაზე. ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა, და ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებ, მნიშვნელოვანი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდეს და ბევრი კარგი საქმე დაუკავშირდეს ჩემს სახელს. 

 

ხარაგაული, ჩემი მშობლიური მხარეა. მინდა ყველას დავანახო, თუ გულით გსურს, თუ გულით გინდა შეგიძლია მეტი გააკეთო. ჩემთვის ხარაგაულის წარმატება და მისი მომავალი არის ღირსების საქმე და მე ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ცვლილებები აუცილებელია! ხარაგაულს ნამდვილად სჭირდება პოზიტიური ცვლილებები, ჩვენ უნდა დავუბრუნოთ ხარაგაულს წარმატებული მუნიციპალიტეტის სახელი,"- აცხადებს კობა ლურსმანაშვილი.

წაკითხვა 757 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 09 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.