თბილისში საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი უძირო ყუთით მიმდინარეობდა

თბილისის მე-19 საარჩევნო უბანზე  40 წუთის განმავლობაში საარჩევნო პროცესი უძირო ყუთით მიმდინარეობდა, რაც "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენლებმა გააპროტესტეს.

 

ოპოზიციური პარტიის წამომადგენლები აღნიშნული ოლქის ბათილად ცნობას ითხოვენ, რადგან მათი თქმით, იქ მანიპულაციების საშიშროება არსებობს.

 

"უიშვიათეს ფენომენთან გვაქვს საქმე, 40 წუთის განმავლობაში საარჩევნო პროცესი მიმდინარეობდა უძირო ყუთით, ასეთი რამ წარმოუდგენელია, როდესაც დემოკრატიაზე ვსაუბრობთ. რომ არა ჩვენი წარმომადგენლების გულადობა, ისინი კვლავ გააგრძელებდნენ ასე მუშაობას. ჩვენ ვითხოვთ ამ უბნის ბათილად გამოცხადებას, რადგან არის საშიშროება, რომ აქ მანიპულაციებს აქვს ადგილი", - განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენელმა. 

წაკითხვა 496 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.