"რა "ბარდაკია", რა უთავბოლობაა, ეს უნდა დამთავრდეს" - ამირან ძოწენიძე

თვითიზოლაციაში ვარ, ცესკოს ცხელ ხაზზე მითხრეს, რომ გადასატან ყუთზე დარეგისტრირებული ვარ და დღეს მეუბნებიან, რომ სპეცსიაში არ ვარ და არჩევნებში მონაწილეობას ვერ მივიღებ, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოდან" ქუთაისის მერობის კანდიდატი ამირან ძოწენიძე საკუთარ Facebook-ზე წერს.

 

"ცსკო დაგასხით თავს ლაფი! 22-იდან თვითიზოლაციაში ვარ. 24-იდან მოყოლებული, რაც გამოცხადდა თვითიზოლაციაში მყოფთათვის გადასატან ყუთზე რეგისტრაცია, ვრეკავ ხან ცსკოს, ხან დაავადებათა ცენტრის ნომერზე, და 26-ში როგორც იქნა საშველი დააადგათ და მითხრეს, რომ რეგისტრირებული ვარ და ყუთს სახლში მომიტანენ. მეც დავიჯერე. თურმე სად ვბანაობ?

 

რამდენიმე წუთის წინ კვლავ დავრეკე ცსკოს ცხელ ხაზზე, მაინც გადავამოწმებ, რა იცი რა ხდება და ბოდიში ბატონო, თქვენ სპეცსიაში არ ხართო. რა "ბარდაკია", რა უთავბოლობაა, ეს უნდა დამთავრდეს, დღესვე", - წერს ამირან ძოწენიძე.

წაკითხვა 423 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.