May 2, 2024

ოქტომბერი 31 2020 წაკითხვა 393 ჯერ

საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. საარჩევნო უბნები ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა. ახლა ხმის დათვლის პროცედურები იწყება.

ოქტომბერი 31 2020 წაკითხვა 491 ჯერ

ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, 17:00 საათის მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ შესულია 165 საჩივარი და მათი უმრავლესობა პროცედურულ ხარვეზებს წარმოადგენს.

ოქტომბერი 31 2020 წაკითხვა 409 ჯერ

მარნეულში, პოლიციის შენობის უკან სპეცრაზმია მობილიზებული. ისინი ადგილზე შესაბამისი აღჭურვილობით იმყოფებიან. თუ რას უკავშირდება სპეციალური რაზმის ადგილზე გამოჩენა, ეს ჯერ უცნობია.

ოქტომბერი 31 2020 წაკითხვა 440 ჯერ

17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 45.77% შეადგინა.

ოქტომბერი 31 2020 წაკითხვა 459 ჯერ

"მინდა მივმართო მომავალ ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ ითანამშრომლონ, მოუსმინონ ერთმანეთს", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა. 

ოქტომბერი 31 2020 წაკითხვა 412 ჯერ

"ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ არჩევნებში მონაწილეობა გადასატანი ყუთის საშუალებით მიიღო. 

გვერდი 16 სულ 29
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.