May 18, 2024

"ნაციონალური მოძრაობა“ შეკრულია და განწყობილია ქართველი ერის ინტერესების საბრძოლველად"

„ნაციონალური მოძრაობა“ შეკრულია და განწყობილია ქართველი ერის ინტერესების საბრძოლველად ისე ძლიერად, როგორც არასდროს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

„დღეს გაიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელსაც მე ჩავერთე. სხდომა წარიმართა ძალიან საინტერესოდ და მინდა ვთქვა სიამაყით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეკრულია და განწყობილია ქართველი ერის ინტერესების საბრძოლველად ისე ძლიერად, როგორც არასდროს! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ქართველ ხალხთან ერთად.

 

მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნა პოლიტსაბჭოს მიერ ერთხმად, რაც ყოველთვის არ ხდება. გადამწყვეტ მომენტებში „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იკვრება ერთ მუშტად! ძალიან კარგი გამოსვლები ჰქონდათ პოლიტსაბჭოზე – ნიკა მელიას, სალომე სამადაშვილს და პარტიის რამდენიმე სხვა ლიდერს. მართლაც, მთელი თანავარსკვლავედი ჩამოყალიბდა ძლიერი პოლიტიკოსების, ჩვენ ძალიან ბრძოლისუნარიან ორგანიზაციაში!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

წაკითხვა 411 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.