May 2, 2024

ნიკა მელია აუცილებლად შევა ციხეში - სოზარ სუბარი

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ნიკა მელიას მიმართ კანონი აუცილებლად აღსრულდება და ოპოზიციური პარტიის ლიდერი საპატიმროში მოხვდება.

მისივე თქმით, დღეს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილთან, ნიკა მელიას საქმეზე საუბარი არ ყოფილა.

 

,,ირაკლი ღარიბაშვილთან ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა, კანონი არის კანონი და ის აუცილებლად აღსრულდება, ეგ არის ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციაც და გუნდში ყველას პოზიციაც.

 

როდესაც სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომ ვიღაცას მიესაჯა წინასწარი პატიმრობა, ან განხილვა დამთავრდა და მიესაჯა პატიმრობა, საქმე აუცილებლად უნდა აღსრულდეს.

 

ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს წინასწარი პატიმრობა, ის აუცილებლად შევა ციხეში. საუბარი არის კონკრეტულად მელიაზე. ვადაზე და ა.შ. დღეს ნამდვილად არ იყო ამაზე საუბარი," - განაცხადა სოზარ სობარმა ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.

წაკითხვა 508 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.