"ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე" - ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია ბათუმში ჩავიდა, სადაც ვითარება დილიდან უკიდურესად დაძაბულია. ენმ-ს ლიდერის თქმით, სახალმწიფო მიტაცებულია.

 „ყოველგვარ კანონიერ საფუძველს გამოცლილია ეს ხელისუფლება. მაყურებელი რასაც თვალყურს ადევნებდა, მათი ნაწილიც ალბათ ბოლომდე ვერ უშვებდა, რომ ეს რეჟიმი ამას იკადრებდა. ეს ხელისუფლება ყველაფერთან ერთად არის მკვლელი ხელისუფლება, რომელსაც მორალური საყრდენი უკვე დიდი ხანია გამოეცალა. ისინი მალე ჩამოინგრევიან და ამ ყველაფერში ძალიან დიდ როლს ითამაშებს ხალხი, არ იქნება არცერთი დღე მოსვენება.

 

რაც უფრო მეტ სისულელეს გააკეთებენ, მით უფრო სწრაფად დასრულდებიან. მე რასაც ვაკვირდები და ვხედავ ეს რეჟიმი ეცემა და მათი დაცემა ჩვენთვის შუალედური ამოცანა არის, ჩვენი მთავარი ამოცანა კი არის, რომ მათი ჩამოშორების შემდეგ დავიწყოთ ამ სახელმწიფოს განვითარება. მე არც თარიღს ვკიდებ, არც კონკრეტულ ვადას ვასახელებ, ვამბობ, რომ ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე“, - განაცხადა ნიკა მელიამ. 

 

ბათუმისა და ზუგდიდში დილიდან ხმაური იყო. საკრებულოების მიერ ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი პროტესტისა და სიტყვიერი დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა. 

წაკითხვა 360 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.