April 26, 2024

არასდროს მიმიცია პირობა, რომ საქართველოში კონკრეტულ რიცხვში დავბრუნდებოდი - მიხეილ სააკაშვილი

არასდროს მიმიცია პირობა, რომ კონკრეტულ რიცხვში დავბრუნდებოდი, მაგრამ თუ საჭირო გახდება მსგავსი პირობის მიცემა, ამასაც გავაკეთებ.

ყოველთვის ვასრულებ ჩემს პირობას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „დოჟდისთვის“ მიცემულ 

 განაცხადა.

 

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, „მართალია, რომ საქართველოში აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს“.

 

„გამოკითხვების მიხედვით, საქართველოს 60-დან 70 პროცენტამდე მოქალაქეებს სურთ, რომ დავბრუნდე. მე არასდროს არ მიმიცია პირობა, რომ კონკრეტულ რიცხვში დავბრუნდებოდი, მაგრამ თუ საჭირო გახდება მსგავსი პირობის მიცემა, ამასაც გავაკეთებ. ყოველთვის ვასრულებ ჩემს პირობას, მზად ვიყავი დახმარებისთვის. ამავდროულად, არ მინდოდა, ხელი შემეშალა ოპოზიციური ერთიანობისთვის, რადგან რომელიღაც ოპოზიციურ პარტიას არ მოსწონდა, რომ მე ვიყავი ყველაზე პოპულარული“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

წაკითხვა 500 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.