May 17, 2024

"ჩვენ ვქმნით თანასწორ ადამიანთა საზოგადოებას" - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა. 

 

მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლებამ,  ჯანდაცვის, განათლების, სოციალური და დასაქმების პოლიტიკის მიმართულებებით არაერთი ნაბიჯი გადადგა დაუნის სინდრომის მქონე თანამოქალაქეთა სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშესაწყობად

 

"ჯერ კიდევ ბევრი შრომა გვმართებს ერთი მხრივ, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის, სტიგმებისა და მცდარი შეხედულებების დასაძლევად, და ამავდროულად, დაუნის სინდრომის მქონე ჩვენს მოქალაქეთა უფლებების განსამტკიცებლად, მათი მეტი ჩართულობისათვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

 

ჩვენ ვქმნით თანასწორ ადამიანთა საზოგადოებას, სადაც ყველას, განურჩევლად ნებისმიერი განსხვავებისა, ერთნაირად აქვს გზა ხსნილი საგანმანათლებლო, შემოქმედებით, სპორტულ, ბიზნესისა თუ საჯარო სფეროებში მონაწილეობისთვის; სადაც ყველას შეუძლია ქვეყნის სასიკეთოდ იშრომოს და ღირსეულად იცხოვროს ახლობლების გარემოცვაში. სადაც ჩვენ ვითვლით არა ქრომოსომებს, არამედ - ერთმანეთისთვის გაწეულ შრომას და ერთად მიღწეულ მიზნებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წაკითხვა 335 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 21 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.