May 17, 2024

"არ დავადანაშაულებდი არავის ჩვენი საკუთარი თავის გარდა" - ბურჯანაძე

როდესაც ლაპარაკია, იმაზე რომ მართლმსაჯულება კლანურია და ოლიგარქის გავლენა ქვეყანაში ძლიერდება, "ქართულ ოცნებას" რა უხარია მართლა ვერ ვხვდები, - ამის შესახებ პარტია "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

 

ბურჯანაძის თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენებში არავის დადანაშაულება არ შეიძლება და მხოლოდ ოპოზიციის ბრალია, რომ მოსახლეობა არ ამბობს ხმამაღლა არას იმაზე, რომ 21-ე საუკუნეში ფეოდალური მეთოდებით ვიმართებით. 

 

"როდესაც საუბარია იმაზე, რომ არჩევნების ლეგიტიმურობის ზღვარზე ჩატარება საკმარისი არ არის და არჩევნებს უნდა ენდობოდეს ძირითადი პოლიტიკური სუბიექტები ეს ნიშნავს, რომ სერიოზული კითხვის ნიშანი აქვს ამერიკას ჩვენს არჩევნებთან დაკავშირებით. როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ ნიკა მელიას დაპატიმრება იყო ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგმული უკან დემოკრატიის გზიდან და გადახვევა დემოკრატიის გზიდან, ეს სერიოზული გზავნილია. როცა ლაპარაკია, რომ მართლმსაჯულება კლანურია და ოლიგარქის გავლენა ქვეყანაში ძლიერდება, რა უხარია "ქართულ ოცნებას" მართლა ვერ ვხდები. ის, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ყველას უნდა, ეს ნათელი და გასაგებია. მათ შორის, როცა საუბარია პარლამენტში შესვლაზე ოპოზიციამ განაცხადა, თუ მოხდება ისე, რომ გამოუშვებენ პოლიტიკურ პატიმრებს და ვადამდელ არჩევნებს დანიშნავენ, ასეთ შემთხვევაში ნამდვილად შესაძლებელია პარლამენტში მუშაობა. როდესაც ლაპარაკია, რომ შენ შორდები იმ პრინციპებს, რომელიც გაახლოებს დასავლურ სტრუქტურებთან, მით უმეტეს, როდესაც შენ გეუბნებიან, შორდები ევროატლანტიკურ ალიანს, რა თქმა უნდა, ეს არის ის, რაც შედის რუსეთის ინტერესებში, მაგრამ მე არ დავადანაშაულებდი არავის ჩვენი საკუთარი თავის გარდა იმაში, რაც ჩვენ გვემართება. ჩვენი ბრალია, რომ ვითმენთ ოლიგარქ ივანიშვილს, ჩვენი ბრალია, რომ მოსახლეობა არ ამბობს ხმამაღლა არას იმაზე, რომ 21-ე საუკუნეში ფეოდალური მეთოდებით ვიმართებით" – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

წაკითხვა 679 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.