May 17, 2024

სადამდეც შეიძლებოდა, საქმეს ვაკეთებდი, შემდეგ უკვე გართულდა - გიორგი გახარია

გიორგი გახარიას პარტიამ "საქართველოსთვის" ახალი ოფისები აჭარაში - ხულოსა და შუახევში გახსნა. 

 

მან მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა და თქვა, რომ მისი პრიორიტეტი სოფლის, ფერმერისა და მეწარმის გაძლიერება იქნება. 

 

თქვენ მე ძალიან კარგად მიცნობთ და შეიძლება, მკითხოთ - იქ არ იყავი და გაგეკეთებინაო... იქ რომ ვიყავი, სადამდეც შესაძლებლობა იყო საქმის კეთების - ამას ვაკეთებდი. შემდგომ უკვე გართულდა ეს ყველაფერი.

 

არაფერი არ არის უფრო მნიშვნელოვანი დღეს, ვიდრე გლეხკაცს მიეხმარო, რომ გახდეს ძლიერი ფერმერი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეული თქვენთაგანი, ვისაც შრომა არ ეზარება, გახდეს ძლიერი ფერმერი, ძლიერი მეწარმე, პირველ რიგში, საკუთარ ოჯახს ემსახუროს და ოჯახი არჩინოს ღირსეულად, მერე თავის მუნიციპალიტეტს, ქალაქს, სოფელს და მერე - ქვეყანას!“ - განაცხადა გახარიამ.

წაკითხვა 442 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.