აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს შორის კავშირების დასამყარებლად ნაბიჯები უნდა გადაიდგას - ალიევი

"დღეს ხანკენდში და მის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სომხები უნდა იყვნენ ინტეგრირებული ჩვენს საზოგადოებაში, მათთვის ეს კიდევ უფრო დიდ შესაძლებლობებს შექმნის.

ბაქოს სომხური ეკლესია განახლებულია. იგი ქალაქის ცენტრში მდებარეობს. თუ ვინმე იქ მივა, დაინახავს, რომ ეკლესიაში დაახლოებით 5000 სომხური წიგნი ინახება", - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა CNN Turk-ის ეთერში განაცხადა..

 

აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურმა დასვა შეკითხვა: "მაგრამ რა გააკეთეს მათ ჩვენს მეჩეთებთან? შედარებისთვის, მე ვიტყვი, რომ მათ დაანგრიეს ჩვენი 60-ზე მეტი მეჩეთი."

 

პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ ზოგადად, სამხრეთ კავკასიაში, პირველი ნაბიჯები უნდა გადაიდგას აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს შორის სამმხრივი კავშირების დასამყარებლად. "ჩვენ მზად ვართ ამისთვის", - თქვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფოს მეთაურმა.

 

"მე არაერთხელ განვიხილე ეს საკითხი ჩემს ძვირფას ძმასთან პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან და ჩვენი პოზიციები ემთხვევა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ფორმატს და ვიმედოვნებთ, რომ სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან მას. ვიცი, რომ ქართული მხარე ამისთვის მზად არ არის, რადგან საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ეს არის საქართველოს პოზიცია და ჩვენ მას პატივისცემით უნდა მოვექცეთ. მაგრამ, ამის მიუხედავად, რეგიონული თანამშრომლობისთვის, სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და მომავალში ომის რისკის შესამცირებლად, რეგიონის ქვეყნებს შორის კავშირები ძალიან მნიშვნელოვანია,"

 

ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ კონკრეტული პროექტების განხილვა შესაძლებელია. 

 

"ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური ინიციატივა. აქ, უპირველეს ყოვლისა, შეიძლება იყოს ზანგეზურის დერეფნის გახსნა და სხვა მარშრუტები, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ზანგეზურის დერეფანზე, არამედ სომხეთთან სხვა სატრანსპორტო პროექტებზეც. ამის შემდეგ, სავაჭრო კავშირების აღდგენა, სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია," - განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

წაკითხვა 334 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.