May 17, 2024

ქაბულში საქართველოს 23 მოქალაქე იმყოფება - მინისტრის მოადგილე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინფორმაციით, ქაბულში, ამ დროისთვის, საქართველოს 23 მოქალაქე იმყოფება.

 

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ქაბულში არის საქართველოს 23 მოქალაქე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და პრემიერ-მინისტრის აპარატი აქტიურად მუშაობს საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებისთვის. სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეების იქ ყოფნასთან დაკავშირებით დღეს დილით მივიღეთ ინფორმაცია, თვითონ დაგვიკავშირდნენ, რომ იქ არიან და მყისიერად დავიწყეთ მუშაობა მათ ჩამოსაყვანად. უახლოეს პერიოდში იგეგმება საევაკუაციო რეისები ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიერ და ამ რეისებით მოხდება მათი ჩამოყვანა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ქაბულის აეროპორტი ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას, სანამ უცხოელები არ დატოვებენ ქალაქსა და ქვეყანას. ჩვენი ყველა მოქალაქე ჯანმრთელად გრძნობს თავს, არავის არაფერი უჭირს ამ ეტაპზე. რა ვადებში მოხდება მათი დაბრუნება, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. იმედია, მალე დავაბრუნებთ", - განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

წაკითხვა 334 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.