May 17, 2024

ეს არის ანომალია - ირაკლი კობახიძე

არჩევნების გადადებისთვის არსებობს ერთადერთი სამართლებრივი მექანიზმი - ეს არის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.

როდესაც სახალხო დამცველი საუბრობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, ეს თავისთავად არის ანომალია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების გადადების კამპანიას აწარმოებს, რასაც კობახიძე მარცხის წინასწარ აღიარებას უწოდებს.

 

„ვხედავთ, რომ გაშლილია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანი კამპანია არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით. ეს არის საარჩევნო მარცხის წინასწარი აღიარება. ჩვენ ასეთივე კამპანია გვახსოვს 2020 წლიდან, მაშინაც ნინო ლომჯარიამ დაიწყო ეს კამპანია და შემდეგ „სირცხვილიამ“ გააგრძელა. ახლაც ნინო ლომჯარიამ დაიწყო და „სირცხვილიამ“ და მიშა მშვილდაძემ გააგრძელეს. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან ეშინია“, - აცხადებს კობახიძე.

წაკითხვა 330 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.