May 18, 2024

"ამათი მარტო დატოვება სახიფათოა" - გახარია მელიას და კალაძეს დებატებში იწვევს

"პარტია საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატებს კახა კალაძესა და ნიკა მელიას დებატებში იწვევს.

 

როგორც ექსპრემიერი სოციალურ ქსელში წერს, მზადაა კალაძესა და მელიასთან ნებისმიერი ფორმატის დებატებისთვის.

 

"დღეს ძალაუფლების შენარჩუნების ჟინით შეპყრობილი ორგანიზაცია ქართული ოცნება სულ უფრო ემსგავსება ნაციონალურ მოძრაობას და ასე გვაბრუნებს წარსულში. ამათი მარტო დატოვება ქვეყნის მომავლისთვის სახიფათოა! ვიწვევ კახა კალაძეს და ნიკანორ მელიას ნებისმიერი ფორმატის დებატში!", - წერს გიორგი გახარია Facebook-ზე.

წაკითხვა 222 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.