May 17, 2024

"წარმოიდგინეთ ქუჩაში გაშვებული სააკაშვილი, აბსოლუტური კლოუნი" - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩამოვა თუ არ ჩამოვა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, ორივე შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობა" იზარალებს.

 

მისივე თქმით, "ქართული ოცნებისთვის" სააკაშვილის არდაკავება უკეთესიც იქნებოდა, თუმცა, კანონი ამის საშუალებას არ იძლევა.

 

"ჩამოვა თუ არ ჩამოვა, ორივე შემთხვევაში, წაგებული რჩება "ნაციონალური მოძრაობა," თუმცა, ქვეყანა დაისვენებს, როდესაც ის მოხვდება იმ დაწესებულებაში, სადაც ეკუთვნის მოხვედრა.

 

კანონი რომ გვაძლევდეს მისი არ დაკავების საშუალებას, ეს შეიძლება უკეთესიც კი ყოფილიყო ჩვენთვის - წარმოიდგინეთ ქუჩაში გაშვებული მიხეილ სააკაშვილი, აბსოლუტური კლოუნი. საბოლოო ჯამში, ის მხარს უჭერს ჩვენს საარჩევნო შანსებს, თავისი ქმედებებით, რადგან ვიცით, რომ საზოგადოებაში არის სერიოზული შიში ნაცმოძრაობის დაბრუნებასთან დაკავშირებით და ნებისმიერი ასეთი აქტი ამ შიშებს ამძაფრებს.

 

ქუჩაში რომ გავიდეს, კიდევ უკეთესია - ყველა დაინახავდა, ბავშვებს, ახალგაზრდებს აღარ ახსოვთ რა კლოუნი იყო, რა ტიპაჟი იყო მიხეილ სააკაშვილი, როგორ იქცეოდა, იტყუებოდა, როგორ გაიქცა გორში თვითმფრინავის დანახვაზე და ა.შ. მშიშარა, ჩვეულებრივი კლოუნი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში. 

წაკითხვა 249 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.