May 17, 2024

დაკავება, შეწყალება, დეპორტი - სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში რა სცენარს ემხრობა პაატა ზაქარეიშვილი

“სამართლებრივად ყველაზე სწორი იქნება, თუ მიხეილ სააკაშვილს დააკავებენ, მოხდება მისი შეწყალება და როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს დეპორტაციას გაუკეთებენ, ამის შესახებ “რეზონანსთან” ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს და ამბობს, რომ სააკაშვილს აუცილებლად ექნება დასავლელი პოლიტიკოსების მხარდაჭერა, და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ყოფილი პრეზიდენტი ჩამოდის.

ანალიტიკოსი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხებზე, რომელთა გამოც ყოფილმა პრეზიდენტმა ევრაოპარლამენტართა მოწოდებები არ გაითვალისწინა, პოლიტიკური პოლარიზაციის გამწვავების საკითხთან დაკავშირებით”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დაკავება, შეწყალება, დეპორტი - სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში სიტუაციის განმუხტვის რა სცენარს ემხრობა პაატა ზაქარეიშვილი.

 

“მის ჩამოსვლას და დაკავებას აუცილებლად მოჰყვება დიდი ხმაური, იმიტომ კი არა, რომ სააკაშვილს უჭერენ მხარს, არამედ იმიტომ, რომ როგორც წესი, ყოფილ პრეზიდენტებს ამ ფორმით არ აპატიმრებენ არც ევროპაში და არც არსად. მათ უფრო პირობითი სასჯელები აქვთ ხოლმე. ამიტომ, ეს ქმედება დიდ ხმაურს გამოიწვევს. ხელისუფლებას კონგრესმენებიც მიმართავენ, ევროპის დეპუტატებიც და დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას ამაზე საუბარი უკვე გაიმართა და მიიღო მითითება, თუ როგორ მოიქცეს საქართველო ამ ვითარებაში. ხმაური იქნება - სწორედ ამიტომ ჩამოდის სააკაშვილი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

 

“მან არ გაითვალისწინა ევროპარლამენტარების მოწოდება, არ გაემწვავებინა წინასაარჩევნო პოლიტიკური ვითარება, რადგან მას თავისი შიდაპოლიტიკური ამოცანები აქვს. ევროპარლამენტარებს ისედაც ევალებათ მსგავსი განცხადებებისა და მოწოდებების გაჟღერება, ევროკავშირი ვალდებულია ზომიერებისკენ მოუწოდოს დაპირისპირებულ მხარეებს. თუმცა წინასწარ იყვნენ დარწმუნებულნი, რომ მათი მოწოდებების გათვალისწინება არ მოხდებოდა. მათ უბრალოდ თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს, თორემ კარგად იციან, როგორ მოიქცევიან სააკაშვილი, კობახიძე, ივანიშვილი და ა.შ. ყველაფერი წინასწარ ცნობილია”, - განაგრძობს ანალიტიკოსი.

 

“სააკაშვილი გვიან ჩამოდის, ის 2 კვირით ადრე უნდა დაბრუნებუიყო. მე არ მგონია, ახლა საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა მის გამო ყველაფერი გადადოს და ამ სიცივეში, პანდემიის რისკის ფონზე ქუჩაში გამოვიდეს. მას იმედი აქვს რევოლუციური საპროტესტო ტალღის აგორებისა, მაგრამ ეს არ მოხდება. სააკაშვილი დიდხანს მართლაც ვერ იქნება ციხეში. ამერიკისა და ევროკავშირის ზეწოლა განთავისუფლების მიმართულებით იქნება სარიოზული. ვფიქრობ, რომ დააკავებენ ისე, როგორც დააკავეს ნიკა მელია და შემდეგ საერთაშორისო მხარდამჭერების ჩარევით მოხდება განთავისუფლება. პოლიტიკურად ყველაზე სწორი და რეალისტური იქნება, რომ ხელისუფლებამ სააკაშვილი დააკავოს, მოხდეს მისი შეწყალება და შემდეგ სასამართლომ მიიღოს დეპორტაციის გადაწყვეტილება, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქისა. შედეგად, მოხდება მისი გაძევება ქვეყნიდან”, - დასძენს ზაქარეიშვილი.

წაკითხვა 336 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.