May 17, 2024

სააკაშვილის საქმე იქნება საქართველოს სასამართლო სისტემის გამოცდა - კელი დეგნანი

"სააკაშვილის საქმე იქნება საქართველოს სასამართლო სისტემის გამოცდა, დავაკვირდებით, თუ მიმდინარეობს ეს საქმე მიუკერძოებლად, სწორედ ამის იმედი გვაქვს", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

"გუშინდელზე საუბარზე მეტად მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ წინსვლაზე. ჩვენ გვსურს, ადამიანები ფოკუსირებული იყვნენ არჩევნებზე. ვფიქრობ, საქართველოს სჭირდება მეტი პოლიტიკური სტაბილურობა და არა პოლარიზაცია. არის ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებსაც საჭიროა, რომ ეს ქვეყანა გაუმკლავდეს, ასეთია სამუშაო ადგილები, მაღალი ფასები, კოვიდი, განათლება, წყალი, გზები. ჩვენ იმედი გვაქვს, ამ არჩევნების შემდეგ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები დაუბრუნდებიან მუშაობას იმ საკითხებზე, რომლებიც პრიორიტეტულია ქართული საზოგადოებისთვის.


სააკაშვილის საქმე იქნება საქართველოს სასამართლო სისტემის გამოცდა. ჩვენ დავაკვირდებით, თუ მიმდინარეობს ეს საქმე მიუკერძოებლად და ქართული კანონმდებლობის, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. სწორედ ამის ნახვის იმედი გვაქვს", – აცხადებს ამერიკის ელჩი.

წაკითხვა 287 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.