"გუშინდელ აქციაზე ბევრი ადამიანი იყო, მაგრამ 2012 წელს ვერც კი შევადარებ" - სერგეენკო
გუშინდელ აქციაზე ბევრი ადამიანი იყო მისული, მაგრამ 2012 წელს ვერც კი შევადარებ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
"კარგად მახსოვს 2012 წელი, რადგან მე თვითონაც ვმონაწილეობდი ამ აქციებში. არ მინდა ეს დაკნინებაში ჩამომერთვას, უბრალოდ ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ. მე არც ერთ ადამიანზე, მათ შორის არც მიხეილ სააკაშვილზე და არც ერთ პატიმარზე არ მომიბრუნდება ენა, ცუდი და იქედნური ვთქვა, მაგრამ ეს არ არის უპრეცედენტო და არ მინდა ქვეყნების ჩამოთვლა - არც ისე ცოტაა ქვეყნები, სადაც ანალოგიური მომხდარა და ახლაც ყოფილი პრეზიდენტები იხდიან სასჯელს. მე არ ვფიქრობ, რომ ეს ქვეყნის იმიჯის შემლახველი იყოს. შესანიშნავი არ არის, რა თქმა უნდა, სჯობდა არ მომხდარიყო ეს დანაშაული, რის გამოც ეს ადამიანი სასჯელს იხდის," - განაცხადა სერგეენკომ.
სიახლეები
- ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება ხორციელდება, რომლის მიღების შედეგადაც, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება
- ქათამი თაფლითა და ფორთოხლით
- მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
- შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილთან და ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- " ჩვენ არ ვართ კოლონია, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო ვართ - ევროპაში თავაწეული დავდივარ, რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ?" - კახა კალაძე