May 18, 2024

რატომ ითხოვს მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში მიყვანას

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას მიმართავს და სასამართლოში მიყვანას ითხოვს. 

სააკაშვილის თქმით, ქართველმა ხალხმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ სიმართლე მისგან უნდა მოისმინოს. 

 

ამის შესახებ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.

 

"ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად სხვადასხვა ეგზოტიკური ადგილებიდან, "ხელისუფლებას" ვურჩევ და კატეგორიულად მოვითხოვ, მიმიყვანოთ თქვენს "სასამართლოში", რათა ქართველმა ხალხმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩემგან პირველ პირში მოისმინოს სიმართლე ყველაფერზე. თუ სიმართლის ყველაზე მეტად გეშინიათ?", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

წაკითხვა 562 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.