May 19, 2024

ხალხში პირველად გაჩნდა რწმენა, რომ მონსტრის დამარცხება შესაძლებელია - ჯაფარიძე

"გირჩი – მეტი თავისუფლების" ლიდერი, თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ პირველად, ბოლო წლების განმავლობაში, ოპოზიციურმა კოალიციამ ადამიანებში რწმენა გააჩნა. 

 

მისი თქმით, მოსახლეობას აქამდეც ჰქონდა გაცნობიერებული რომ ქვეყანას ცუდი ხელისუფლება ჰყავს, მაგრამ ცვლილებების რწმენა დაკარგული ჰქონდა.

 

"ჩვენ ახალი პარტია ვართ, ბევრი ახალგაზრდა გვყავს და პირველ ტურში პარტიული ამოცანა გვქონდა ასეთი, რომ გვინდოდა, ახალი სახეები წამოგვეწია წინა პლანზე. მაშინაც გვქონდა ჩვენ მოლაპარაკებები და როდესაც საუბარი იყო თბილისში მაჟორიტარების განაწილება და საუბარი მიდიოდა იმაზე, რომ მეტნაკლებად ცნობადი სახეები იყო საჭირო, ჩვენი პარტიიდან მონაწილეობის პირობა ის იყო, რომ ახალი სახეები წამოგვეწია წინ, რომ მათი ცნობადობა გაგვეზარდა და სხვა პარტიული ამოცანით ვმოძრაობდით, მაგრამ ახლა შეიქმნა სრულიად სხვა რეალობა – მეორე ტურია, და მეტწილად მამუკა ხაზარაძის დამსახურებაა კოალიცია, რომელმაც თქვა, რომ თუ ამ ბრძოლაში შევდივართ, მაშინ მეც მზად ვარ, შემოვიდე ამ ბრძოლაში, თუ პარტიების პირველი პირები შემოგვიერთდებიან და ყველა ერთად შევუტევთ, რაზეც შეუძლებელი იყო უარის თქმა ამ ბრძოლაში.

 

რაც მე დავინახე ამ პრეზენტაციის შემდეგ ისაა, რომ პირველად ბოლო წლების განმავლობაში ადამიანებში გაჩნდა რწმენა. თუ რამე ჩანდა დღეს ხალხთან შეხვედრისას, უპირველეს ყოვლისა, ჩანდა ეს, რომ ადამიანებში გაჩნდა რწმენა, რომ შეიქმნა რაღაც ტიპის პოლიტიკური ერთობა, რომელსაც შეუძლია, დაამარცხოს ეს მონსტრი. რეალობა გვაქვს ასეთი, რომ ადამიანებს იმის გაცნობიერება კი არ უჭირთ, რომ "ქართული ოცნება" ცუდი ხელისუფლებაა და გადარჩევა სჭირდებათ, უბრალოდ, ნიჰილიზმია, რწმენა არ აქვთ, რომ შესაძლებელია ამის შეცვლა" - განაცხადა ჯაფარიძემ.

წაკითხვა 614 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.