May 19, 2024

აქ რევოლუციას და არეულობას ვერავინ მოაწყობს - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინსიტრი ირაკლი ღარიბაშვილი არჩევნების მეორე ტურის წინ მობილიზებულ სამხედრო შენაერთების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები არეულობის შემოიტანასა და შიშის დათესვას ცდილობენ.  

 

"არ დაგანგრევინებთ ქვეყანას" - მიმართა მან ოპონენტებს. 

 

"ძალადობის დრო ქვეყანაში არის დამთავრებული. აქ რევოლუციას და არეულობას ვერავინ ვერ მოაწყობს. ეს უკავშირდებოდა იმას, რომ დაძაბონ სამეგრელოს მოსახლეობა.

 

როდესაც მათ გამოგონილი,. არარსებული რეფერენდუმი მოიგონეს და თვითმმართველობის არჩევნებს მიაბეს და დათქმა ჩაგვადებინეს იმ შეთანხმებაში, ხაზი გადაუსვეს ყველაფერს, მუნიციპალიტეტების არჩევნებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ცნებას თვითონ, კონსტიტუციას, კანონს.

 

იციან, რომ აგებენ და კიდევ ერთხელ მივმართავ. იციან, რომ ქვეყანას აღარ დავაგნრევინეთ. ერთხელ უკვე დაანგრიეს ამათ ქვეყანა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

წაკითხვა 294 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.