May 19, 2024

ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვება გახდება არეულობის შექმნის საფუძველი - ირაკლი კობახიძე

მმართველი გუნდი მუნიციპალურ არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, საბოტაჟსა და არეულობას ელოდება.

ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

წყალტუბოში, ჟურნალისტებთან საუბრისას მან თქვა, რომ თბილისში, გიგი უგულავას მერობა 2012 წლიდან 2014 წლის ჩათვლით იყო საბოტაჟი და მსგავსი  მმართველობის განმეორებას არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ელოდებიან.

"თუ თეორიულად დავუშვებთ იმის შანსს, რომ რომელიმე ოპოზიციური კანდიდატი მოიგებს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს, არის საფუძვლიანი მოლოდინი რომ ეს მათი მხრიდან გახდება გარკვეული არეულობის კერის შექმნის საფუძველი. 

თქვენ გახსოვთ, როდესაც გიგი უგულავა დარჩა თბილისის მერად 2012 წლის შემდეგ 2014 წლის ჩათვლით, აღარ აგებდა გზებს, აღარ უფრთხილდებოდა ინფრასტრუქტურას, იწვევდა საზოგადოების უკმაყოფილებას, ეს იყო ჩვეულებრივი საბოტაჟი და ის თანხები რაც უნდა ყოფილიყო მიმართული ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ, რეალურად მიემართა მათი პარტიული აქტივის დასაქმებისკენ. ეს იყო ტიპიური საბოტაჟი და ამის განმეორებას ველოდებით ჩვენ. სხვანაირად მათ მოქმედება არ შეუძლიათ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წაკითხვა 368 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.