May 18, 2024

სააკაშვილმა პროტესტის უკიდურეს ფორმაზე უარი თქვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროტესტის უკიდურეს ფორმაზე უარს ამბობს, - ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა. 

 

ადვოკატის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მზად არის სამედიცინო მომსახურება მიიღოს, თუმცა შიმშილობას აგრძელებს.

ბექა ბასილაია ამბობს, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილს ადვოკატებთან სრულფასოვანი კომუნიკაციის საშუალება მიეცა. 

"შიმშილობა გრძელდება, მას ექნება ექიმებთან კონსულტაცია და მათ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, როგორც ანალიზურ ასევე, მედიკამენტოზურ ნაწილში. დღეს მოგვეცა მასთან სრულფასოვანი კომუნიკაციის შესაძლებლობა, ეს მისასალმებელია. გუშინ რაც მოხდა, ის უკანონო ქმედება დღეს იყო აღმოფხვრილი. მე იმედს ვიტოვებ, რომ მომავალში, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან პროტესტის უკიდურეს ზომაზე მიმართვა არ გახდება საჭირო ", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

წაკითხვა 381 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.