"დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანოთ სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში, ან გაათავისუფლოთ უკანონო პატიმრობიდან"
სააკაშვილის დაკავება, არღვევს არა მხოლოდ თქვენს ნაკისრ ვალდებულებას, არამედ საერთაშორისო კანონსაც - დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანოთ სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში, ან უფრო შესაბამისი იქნებოდა, რომ გაათავისუფლოთ ის უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობიდან, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატის ჯონ სენდვიჯის მიერ საქართველოს იუსტიციისა და ჯანდაცვის მინისტრებისთვის მიწერილ მიმართვაშია აღნიშნული.
ამასთან, ჯონ სენდვიჯის თქმით, მიხეილ სააკშვილის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა სავარაუდოდ, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს პატიმრობაში მყოფი პირების მხრიდან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას გამოიწვევს.
„ჩვენ გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას მისი პატიმრობის პირობებთან და იმ სამედიცინო დახმარების არაადეკვატურობასთან დაკავშირებით, რომელსაც უწევთ. პრეზიდენტ სააკაშვილის დაკავება, როგორც ჩანს, არღვევს არა მხოლოდ თქვენს ნაკისრ ვალდებულებას, არამედ საერთაშორისო კანონსაც.
როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ უზრუნველყოს იმ პირთა კეთილდღეობა, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებიან. ეს ვალდებულება ვრცელდება დაკავებულის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად საკმარისი სამედიცინო დახმარების გაწევაზე.
სამწუხაროდ, პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი დაკავების შემდეგ, სტაბილურად უარესდება. მიუხედავად მისი ჯანმრთელობის საგანგაშო გაუარესებისა, იუსტიციის მინისტრი უარს ამბობს, მის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე. ამის ნაცვლად, პრეზიდენტი სააკაშვილი რჩება რუსთავის საპატიმროში - დაწესებულებაში, რომელიც მოუმზადებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის ან იმისთვის, რომ უზრუნველყოს მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.
ვიცით, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი შიმშილობს. თუმცა, ეს შიმშილობა არ ათავისუფლებს საქართველოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი სამართლებრივი ვალდებულებისგან. გვესმის, რომ იუსტიციის მინისტრი აპირებს, პრეზიდენტი სააკაშვილი მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანოს. როგორც მაღალი დონის პატიმარი, ეს შეუსაბამოა. ეს გადაყვანა სავარაუდოდ, გამოიწვევს პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას მისი პრეზიდენტობის დროს პატიმრობაში მყოფი პირების მხრიდან, ასევე დაექვემდებარება პრეზიდენტ სააკაშვილის უხარისხო სამედიცინო მომსახურებას.ეს დაარღვევს საქართველოს ვალდებულებებს, პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და დაცვის შესახებ. ჩვენს შეშფოთებას აძლიერებს პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობის უაღრესად პოლიტიკური ხასიათი. მისი დაკავების საეჭვო გარემოებებისა და სასჯელის წინაწარი მისჯის გათვალისწინებით. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი კეთილდღეობის დაცვაზე გაზრდილია და კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელია.
იმისათვის, რომ შეასრულოთ ნაკისრი ვალდებულებები და საერთაშორისო სამართლის მანდატები ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანოთ პრეზიდენტი სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში, ან უფრო შესაბამისი იქნებოდა, რომ გაათავისუფლოთ ის უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობიდან. ჩვენ ველით თქვენს დადასტურებას, რომ მსგავსი ზომები მიღებული იქნება", - ნათქვამია ჯონ სენდვიჯის წერილში.
სიახლეები
- "საქართველოს მთავრობის მეთაურთან ნათლად ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომაა და არ უნდა იქნას მიღებული" - ოლაფ შოლცი
- "ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ 10-მდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას" - პრემიერი
- "სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი" - კახა კალაძე
- "დღეს, თბილისსა და სხვადასხვა კუთხეში ასობით ათასი მოქალაქის გამოსვლით, ფაქტობრივად, რეფერენდუმი შედგა" - შალვა პაპუაშვილი
- "დიდი მნიშვნელობა არ აქვს გაიწვევენ თუ არა ამ კანონს, რადგან მთელი სურათი შემაშფოთებელია" - პრეზიდენტი