May 17, 2024

მამუკა ხაზარაძემ დეპუტატის მანდატი დატოვა

მამუკა ხაზარაძემ პარლამენტთან გამართულ აქციაზე შეკრებილებს მიმართა.

მან თქვა, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია და არჩევნებზე სამთავრობო გუნდის მიერ ხმები მოპარულ იქნა. "ლელოს" ლიდერმა პერმანენტული აქციები დააანონსა და განაცხადა, რომ ქუჩაში ბრძოლისთვის, ხალხთან ერთად დგომისთვის პარლამენტს და დეპუტატის მანდატს დატოვებს.

 

"მე პოლიტიკაში მოვედი ორი წლის წინ. ორი წლის განმავლობაში არ დასრულებულა ჩემზე პირადი შეურაცხყოფა, ათასი იარლიყის მოწებება, მაგრამ მივიწევ წინ, ეს ჩემზე არ მოქმედებს.

 

არ მოვსულვარ მე პოლიტიკაში იმისთვის, რომ სკამი მინდოდა ან რამეს გამოვქცეულიყავი, ჩემი გამოცდილება, რაც მე ამ შენობაში მივიღე მეუბნება, რომ აზრი არ აქვს იმ ადამიანებთან საქმის კეთებას, რომელიც ზურგში დანას გირტყამს და ხმას გართმევს. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება. აი ეს არის მანდატი. მე ვტოვებ პარლამენტს. ვტოვებ იმიტომ, რომ ქუჩაში გავაგრძელო ბრძოლა თავისუფალი საქართველოსთვის.გავაგრძელო ბრძოლა ჩვენი შვილებისათვის", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

წაკითხვა 240 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 01 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.