May 17, 2024

თუ “ოცნება” ჭკვიანად მოიქცევა და არ წამოეგება პროვოკაციებს, ეს აქციები მალე მიილევა - ზაალ ანჯაფარიძე

“პერმანენტული აქციების სერია კონკრეტულ შედეგებში თუ არ გადაიზარდა, ძალიან მძიმედ დასრულდება “ნაცმოძრაობისთვის” და ზოგადად ოპოზიციისთვის - ასე ეხმაურება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე “ნაციონალური მოძრაობის” გეგმებს ქვეყნის მასშტაბით აქციების მოწყობასთან დაკავშირებით.

ოპოზიციის მიერ საპროტესტო აქციების გეგმა 31 ოქტომბერს პარლამენტის წინ გაჟღერდა. პირველი აქცია ბათუმში იმართება და მთავრდება 6 ნოემბერს თბილისში. ანალიტიკოსების ნაწილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციისთვის, რომელიც ქუჩის აქციების მეორე წრეზე მიდის, ეს სტრატეგია შედეგის მომტანი ვერ იქნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით თუ “ოცნება” ჭკვიანად მოიქცევა და არ წამოეგება პროვოკაციებს, ეს აქციები მალე მიილევა - ზაალ ანჯაფარიძე.

 

“სააკაშვილის ეს ქმედება არის უპრეცედენტო პოსტაბჭოთა სივრცეში. უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოდის სხვისი ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ და იწყებს ქმედებას, სურს დაამხოს არსებული ხელისუფლება. გაგიგიათ ასეთი პრეცედენტი სადმე? ამ აქციების სერიების პოლიტტექნოლოგიური მხარე არის ის რეცეპტი, რომელსაც სააკაშვილი იყენებდა 2003 წელს, როცა რევოლუციას აწყობდა. თავისებურად კითხულობენ ეუთოს დასკვნას, ასე იყო 2003-შიც. თავის გარშემო ცდილობენ შემოიკრიბონ სხვა სექტორის წარმომადგენლები, არასამთავრობოები; ცნობილი სახეები, რომ ამან საერთო სახალხო სახე მიიღოს, როგორც ეს იყო 2003 წელს; ანუ მოაწყოს მორიგი სახალხო იმიტაცია. ის წერილები, რომელიც ციხიდან იგზავნება, ასევე ემსახურება მხადამჭერების მობილიზაციას. ვნახოთ, რამდენად გამოუვათ. ამ წერილების ინტენსივობა ერთ კითხვასაც აჩენს მის შიმშილობასთან დაკავშირებით...”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

 

“რაც შეხება ამ აქციების შედეგებს, აქციების ჩატარებას რესურსი სჭირდება, ასევე საკითხავია, არის თუ არა ხალხი მოწადნებული მონაწილეობა მიიღოს განგრძობად პროტესტში. იმ შემთხვევაში, თუ ეს აქციები კონკრეტულ შედეგში არ გადაიზარდა, ძალიან მძიმედ დასრულდება “ნაცმოძრაობისთვის” და ზოგადად ოპოზიციისთვის. მე ვფიქრობ, რომ თუ “ქართული ოცნება” ჭკვიანად მოიქცევა და არ წამოეგება პროვოკაციებს, ეს აქციები მალე გახდება მილევადი”, - დასძენს ზაალ ანჯაფარიძე.

წაკითხვა 229 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.