May 17, 2024

"ჩვენ უნდა მოვემზადოთ გენერალური შეტევისთვის" - სააკაშვილის მიმართვა ქუთაისელებს

"ქუთაისში მოახდინეთ საარჩევნო რევოლუცია და ჩვენ ამ რევოლუციის შედეგების დათმობას არ ვაპირებთ", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია აღნიშნული, რომელიც ოპოზიციის აქციაზე ხატია დეკანოიძემ წაიკითხა:

 

"ვერანაირი თვითმარქვია მერი ვერ შეძლებს ქუთაისის მართვას. ჩემთვის სამაგალითოა, რაც ქნა იმედამ. სამაგალითოა, რაც გაბედა იზო ჩირგაძემ. ქუთაისის საარჩევნო გუნდი ნებისმიერი ქვეყნის მთავრობას დაამშვენებდა.

თქვენ იცით, რა გრანდიოზული გეგმები გვქონდა ჩვენ ქუთაისზე. ქუთაისი, როგორც არამხოლოდ საპარლამენტო დედაქალაქი, არამედ უმეტესი სამინისტროების განლაგების ადგილი. ქუთაისი, სვანეთი, წყალტუბო, რომელსაც მე ქართულ მარაკეშად ვუპირებდი ქცევას. ქუთაისი უნდა ყოფილიყო ჰაბი თავისი ყველანაირი განვითარებით.

რაც მთვარია, ქუთაისში უნდა იყვნენ ბედნიერი, მაღალშემოსავლიანი, დასაქმებული ადამიანები, რომლებიც კი არ ტოვებენ ამ ქალაქს, არამედ უბრუნდებიან ამ გამორჩეულ ქალაქს.

იქით მხარეს დგას ბოროტება, რომელსაც უნდა რომ ყველაზე ქართულ ქალაქში აღარ დარჩნენ ჩვენი მოქალაქეები. ქუთაისის აეროპორტი მე ამისთვის არ ამიშენებია. ჩვენ უნდა მოვემზადოთ გენერალური შეტევისთვის. თქვენი მიხეილ სააკაშვილი", – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

წაკითხვა 571 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.