May 17, 2024

ეს არის შურისძიება საქართველოს ერთ შვილზე, რომელმაც ამ ქვეყნისთვის ბევრი რამ გააკეთა - ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანის #18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გასაჯაროებას იძულებით ნაბიჯად აფასებს.

 

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კადრებში ჩანს ერთი დატყვევებული ადამიანის წინააღმდეგ ძალადობა.

 

„დღეს ჩვენ რასაც ვუყურებთ, ყოველდღიურად, ეს არ არის მართლმსაჯულება, ეს არის ერთი ადამიანის წინააღმდეგ მიმართული პირადი შურისძიება. ადამიანისადმი, რომელსაც არ ეძლევა შესაძლებლობა უსამართლო სასამართლოთი სარგებლობისაც კი. ადამიანს პროცესზე არ ასწრებენ, არ აძლევენ შესაძლებლობას და უფლებას სატელეფონო ზარები განახორციელოს. „ა“ პუნქტიდან „ბ“ პუნქტში გადაყვანისას იტაცებენ, მასზე ძალადობს სისტემა და იმის შიშით, რომ არ გაუვრცელდეს კადრები, სადაც აღბეჭდილია ძალადობა და ასევე, სტრასურგის სასამართლომ არ მოსთხოვოს მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში ძალადობით შეყვანის კადრების გასაჯაროება და მიწოდება, მათთვის მტკივნეული დილემა გადაწყვიტეს ისე, როგორც გადაწყვიტეს და მოუწიათ გასაჯაროვება. ეს არის შურისძიება საქართველოს ერთ შვილზე, რომელმაც ამ ქვეყნისთვის ბევრი რამ გააკეთა. საქართველოს მესამე პრეზიდენტია, ივანიშვილი მასზე ძალადობს და შურისძიებას ახორციელებს. არ იქნება მოსვენება. ეს რეჟიმი მეთოდურად ჩამოინგრევა, მშვიდობიანად.

 

პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები არის იძულებითი ნაბიჯი მათ მიერ გადადგმული. მათ იცოდნენ რომ სხვადასხვა გზით, ადრე თუ გვიან, ეს კადრები გავრცელდებოდა. ისიც იცოდნენ, რომ სტრასბურგის სასამართლოსთვის მათ მოუწევდათ ამ ვიდეოკადრების მიწოდება, დასტურად იმისა, თუ როგორ იქნა მიხეილ სააკაშვილი ძალადობით შეყვანილი გლდანის ციხეში. ურთულესი დილემის წინაშე მდგომმა „ქართული ოცნების“ რეჟიმა მიიღო გადაწყვეტილება მათთვის ძალიან მტკივნეული, რომ თავად გაევრცელებინა ეს კადრები.

 

კადრებში ჩანს ძალადობა, ერთი დატყვევებული ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც მოტყეებით გადაიყვანეს იქ, სადაც მისი გადაყანა არ შეიძლებოდა. თავისი ნებით თუ მიყვებოდა რუსთავის ციხიდან, პირად ნივთებს ალაგებდა და მშვიდად გამოდიოდა, რა მოხდა როცა „ბ“ პუნქტში გადაიყვანეს? ეს კითხვა ხომ ლოგიკურად ისმის. პასუხი სჭირდებოდა საზოგადოებას და ვიხილეთ რეჟიმის მიერ გავრცელებული კადრებით“, - განაცხადა მელიამ.

 

წაკითხვა 544 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.