May 17, 2024

"სააკაშვილის მიმართ ამგვარი ამაზრზენი დამოკიდებულება მტერს ახარებს"

"სააკაშვილის მიმართ ამგვარი ამაზრზენი დამოკიდებულება ახარებს ქვეყნის შიგნით ყველაზე შავბნელ ძალებს და ქვეყნის გარეთ ჩვენს მტერს!",  - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

"მიხეილ სააკაშვილის გლდანში გადაყვანის ამაზრზენი და სამარცხვინო გადაწყვეტილების მიზანი აშკარად იყო პოლიტიკური დამცირება, დაშინება, რევანში ამ კრიმინალური კულტურის, რომელსაც ეყრდნობა ივანიშვილის რეჟიმი.

 

დღევანდელი კადრები კი გაგრძელებაა ამ ყველაფრის, რომელიც ქვეყნის შიგნით შავბნელ ძალებს და ქვეყნის გარეთ ჩვენი ქვეყნის მტერს ახარებს და აქ პრეზიდენტის პერსონაზე კი არაა ლაპარაკი, ლაპარაკია ქვეყნის ინტერესებზე, სამოქალაქო მშვიდობასა და ქვეყნის მომავალზე",- განაცხადა ბოკერიამ.

 

ცნობისთვის, დღეს პენიტენციურმა სამსახურმა გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის იძულებითი შესახლების ამსახველი კადრები გაავრცელა.

წაკითხვა 302 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.