May 17, 2024

ისინი მაინც მიიღებენ საარჩევნო რევოლუციას - რომან გოცირიძე

რაც არ უნდა ყური მიადონ მიწას ივანიშვილმა და სხვებმა და ეძებონ რევოლუციის გუგუნი, როგორც ეს ცნობილ ფილმშია, ისინი­ მაინც მიიღებენ საარჩევნო რევოლუციას და არჩევნების გზით წავლენ ხელისუფლებიდან,- ასე ეხმიანება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ჟურნალისტებთან ხელისუფლების განცხადებებს ოპოზიციის დესტაბილიზაციურ გეგმებთან დაკავშირებით.

 

როგორც მან აღნიშნა, გუშინდელი ციხის კადრების შემდეგ ყველა დარწმუნდა, თუ რა სახის ხელისუფლებასთან აქვთ საქმე.

"ამ ხელისუფლების სულელური განცხადებები რევოლუციასთან დაკავშირებით ყოველთვის იყო წინასაარჩევნოდ მოქალაქეების დაზაფვრის მცდელობა, ახლა არავის აღარაფრის ეშინია. ყველამ ყველაფერი გააცნობიერა. თუკი ვინმეს რაიმე ეჭვები ჰქონდა, დაინახა გუშინ ვისთან გვაქვს საქმე. არ ტყუვდება ეს ხალხი, რაც არ უნდა იძახონ "რევოლუცია", როგორც ცნობილ ფილმშია, რაც არ უნდა მიადონ ყური ივანიშვილმა და სხვებმა მიწას და ეძებონ რევოლუციის გუგუნი, ისინი მაინც მიიღებენ საარჩევნო რევულიციას და არჩევნების გზით წავლენ ხელისუფლებიდან,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

წაკითხვა 279 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.