May 17, 2024

აანონსებენ მის გათავისუფლებას - ირაკლი კობახიძე

ერთადერთი, რაც მას სურს, რამენაირად გავიდეს ციხიდან, რომ იქ მიეცეს გათავისუფლების შანსი - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა.

 

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილს უნდა, რომ ციხის სამედიცინო დაწესებულებიდან ნაკლებად დაცულ სივრცეში გადავიდეს, მისი მხარდამჭერების მხრიდან სააკაშვილის "გათავისუფლების" მომეტებული რისკია.

"ბუნებრივია, სულელი არავინ არის ამ ქვეყანაში, არც ის არის სულელი და თავისი ჭკვიანური გათვლები აქვს, მაგრამ ჩვენ უფრო ჭკვიანები ვართ და არ მივცემთ მას ამის განხორციელების საშუალებას. პატიმრები რატომ არიან ციხეში და არა შუა ქალაქში რაღაც შენობაში? - რადგან უსაფრთხოების სტანდარტი უნდა იყოს დაცული, მით უმეტეს იმ პატიმრის მიმართ, რომლის მიმართაც მომეტებული რისკები არსებობს. აქციებს აწყობენ და პირდაპირ აანონსებენ მის გათავისუფლებას და ა.შ. რისკები მომეტებულია სააკაშვილთან მიმართებაში. შესაბამისად, როდესაც ის ცდილობს, რომ ვიღაცას ჭკუაში მოატყუოს და თავი გადააყვანინოს შუა ქალაქში, იგივე გორის ჰოსპიტალში, - ციხის უსაფრთხოების სტანდარტი და გორის სამხედრო ჰოსპიტალის თუ სხვა ნებისმიერი კლინიკის დაცულობის სტანდარტისგან ასმაგად განსხვავებულია. უნდა, რომ გავიდეს ციხიდან, გადავიდეს ისეთ სივრცეში, სადაც სივრცის დაცულობის ხარისხი ასჯერ ნაკლები, თანაც, არანაირი საჭიროება არ არსებობს“, - განაცხადა კობახიძემ.

წაკითხვა 402 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.