მიხეილ სააკაშვილი ე.წ შავი სიის შექმნის ინიციატივით გამოდის
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ძალოვანი და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების რიგი წარმომადგენლების წინააღმდეგ ე.წ. შავი სიის შექმნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის მონახულების შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული სია უნდა გახდეს მთელი ქვეყნისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისათვის ცნობილი, რათა მათ საზღვარგარეთ თავისუფალი გადაადგილება აეკრძალოთ და სხვა სახის აპრობირებული პერსონალური სანქციები დაუწესდეთ. გოცირიძემ აღნიშნა, რომ, უნდა ჩამოყალიბდეს იურისტთა ჯგუფი, რომელიც ყველა ამ საკითხს შეისწავლის და შემდეგ ეს სია გადაეცემა საერთაშორისო პარტნიორებს.
,,ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა და ამავე დროს, მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა ის იდეა, რომელიც ეხებოდა ე.წ. შავი სიის შექმნას ძალოვანი და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების - მოსამართლეების, პროკურორების, პოლიციელების და სხვათა მიმართ, რომლებიც ეწეოდნენ ადამიანების პოლიტიკურ დევნას, რეპრესიას. ეს სია უნდა გახდეს მთელი ქვეყნისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისათვის ცნობილი, რათა შევუზღუდოთ მათ საზღვარგარეთ თავისუფალი გადაადგილება. ასევე სხვა სახის აპრობირებული პერსონალური სანქციები იყოს დაწესებული მათ მიმართ. ის ადამიანები, რომლებიც ხალხზე და პოლიტიკოსებზე ძალადობენ სასამართლოს სახელით, თბილად არიან მოკალათებული, აგროვებენ სიმდიდრეს და თავს გრძნობენ დაუსჯელად. უნდა ჩამოყალიბდეს იურისტთა ჯგუფი, რომელიც ყველა ამ საკითხს შეისწავლის, ბევრი რამ პირდაპირ ზედაპირზე დევს და შემდეგ ეს სია უნდა გადავცეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.
სიახლეები
- "საქართველოს მთავრობის მეთაურთან ნათლად ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომაა და არ უნდა იქნას მიღებული" - ოლაფ შოლცი
- "ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ 10-მდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას" - პრემიერი
- "სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი" - კახა კალაძე
- "დღეს, თბილისსა და სხვადასხვა კუთხეში ასობით ათასი მოქალაქის გამოსვლით, ფაქტობრივად, რეფერენდუმი შედგა" - შალვა პაპუაშვილი
- "დიდი მნიშვნელობა არ აქვს გაიწვევენ თუ არა ამ კანონს, რადგან მთელი სურათი შემაშფოთებელია" - პრეზიდენტი