"ჩვეულებრივი შარაგზის ყაჩაღთა ბანდაა ხელისუფლებაში" - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სუს-ის ოფიცერ დავით ღონიაშვილთან დაკავშირებით, რომელმაც მის მიმართ ძალადობის ამსახველი კადრები წაშალა, განცხადებას ავრცელებს.
როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, ღონიაშვილი ტელეეკრანზე ადვილად ამოიცნო, რადგან ის ერთადერთი იყო, ვინც ჰოსპიტალში სიძულვილით და ზიზღით გამოირჩეოდა.
"ჩანაწერების წამშლელი დავით ღონიაშვილი, რომელიც გუშინ ტელევიზიით აჩვენეს, სწორედ ის იყო, ვინც ბადრაგს შემოუძღვა ღამის 12 საათზე და მაშინ პირველად ვნახე მთელი ჰოსპიტალში ყოფნის განმავლობაში. სასჯელაღსრულების სამსახურის ფორმაში ჩაცმული და ვითომ საათის წართმევის მოტივით თავზე დამახტა და ერთადერთი იყო, ვინც სიძულვილით და ზიზღით გამოირჩეოდა. რომ გადიოდა, მივაძახე, ჩანაწერი კარგად შემინახეთ, შენ აუცილებლად წახვალ ციხეში ამ უკანონობისთვის-მეთქი.
მან გასვლისას კიდევ ერთხელ გამომხედა ამ სიტყვების გაგონების შემდეგ ბოროტი მზერით. ამიტომ, გუშინ ტელეეკრანზე ძალიან ადვილად ამოვიცანი.
აქ რამდენიმე სახის დანაშაულია:
1. თავად ძალადობის ფაქტი, როცა მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტს დახრჩობას უწყებ - ეს მკვლელობის მცდელობაა.
2. უკანონოდ ფორმის ტარება და სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება.
3. დანაშაულის ამსახველი კადრების უკანონოდ წაშლა.
ღონიაშვილი ადრე შსს-დან ნარკომანობის გამო გაუშვეს. არ გამოვრიცხავ, რომ ჩემთან შემოვარდნის დროს ამავე ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყო.
ამ ხალხის გამკვირვებია, პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ და რა გონიათ, სადამდე გაუვათ და შერჩებათ. თან ღარიბაშვილის ახლობელი ყოფილა. ჩვეულებრივი შარაგზის ყაჩაღთა ბანდაა ხელისუფლებაში.
აქ ნიშანდობლივი ის იყო, რომ სხვებს (პროფესიულ ბადრაგს) არ სურდათ ამ ნაგვის ბრძანების შესრულება და სულ დოყლაპიები ეძახა", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
სიახლეები
- "საქართველოს მთავრობის მეთაურთან ნათლად ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომაა და არ უნდა იქნას მიღებული" - ოლაფ შოლცი
- "ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ 10-მდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას" - პრემიერი
- "სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი" - კახა კალაძე
- "დღეს, თბილისსა და სხვადასხვა კუთხეში ასობით ათასი მოქალაქის გამოსვლით, ფაქტობრივად, რეფერენდუმი შედგა" - შალვა პაპუაშვილი
- "დიდი მნიშვნელობა არ აქვს გაიწვევენ თუ არა ამ კანონს, რადგან მთელი სურათი შემაშფოთებელია" - პრეზიდენტი