May 18, 2024

''უკრაინაში პარლამენტის დელეგაცია პარასკევს ან შაბათს მიემგზავრება'' - დავით სერგეენკო

საქართველოს პარლამენტის ვიცე - სპიკერი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ უკრაინაში საპარალმენტო დელეგაციის ვიზიტი მიმდინარე კვირაში, პარასკევს ან შაბათს შედგება და თუ ვინ იქნება დელეგაციის ხელმძღვანელი "დღეს-ხვალ რეჟიმში" გადაწყდება.

ამის შესახებ სერგეენკომ უკრაინაში ვიზიტის თაობაზე ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის გამართული კონსულტაციების შემდეგ განაცხადა.

დავით სერგეენკოს თქმით, დელეგაციის ხელმძღვანელი პარლამენტის თავმჯდომარე ან ვიცე-სპიკერი იქნება, თუმცა კონკრეტულად ვინ, ამაზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

სერგეენკოს განცხადებით, "ალბათ, მალე იქნება პოზიტიური და ღირსეული გადაწყვეტილება".

"შემიძლია ცალსახად გითხრათ, გადაწყვეტილება მიღებულია, რომ პარლამენტის დელეგაცია მიემგზავრება უკრაინაში ამ კვირის ბოლოს, პარასკევს ან შაბათს. ვადები დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, გარკვეულ პროტოკოლურ ნაწილთან.

დელეგაციის შემადგენლობას რაც შეეხება, პარლამენტის თავმჯდომარე ან პარლამენტის ვიცე-სპიკერი იქნება ხელმძღვანელი, ვინ იქნება კონკრეტულად, შალვა პაპუაშვილი თუ რომელიმე ვიცე-სპიკერი, ეს გაირკვევა პრაქტიკულად დღეს ხვალ რეჟიმში, რადგან მიდის კონსულტაცია კოლეგა უწყებებს შორის. დელეგაცია აუცილებლად გაემგზავრება. მიდის კონსულტაციები და ალბათ, მალე იქნება პოზიტიური და ღირსეული გადაწყვეტილება მიღებული", - განაცხადა სერგეენკომ.

წაკითხვა 198 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 12 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.