May 18, 2024

''„ოცნებასთან“ ქვეყნის შიგნით ვკამათობთ და გარეთ, სახელმწიფო უნდა წარმოვადგინოთ ერთად, ეს არის სახელმწიფოებრივი ცხოვრების ანა-ბანა'' - დავით უსუფაშვილი

''ჩვენ უკრაინაში „ოცნებასთან“ ერთად არ მივდივართ, მივდივართ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სახელით, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებთან ერთად.

„ოცნებასთან“ ქვეყნის შიგნით ვკამათობთ და ქვეყნის გარეთ, სახელმწიფო უნდა წარმოვადგინოთ ერთად, ეს არის სახელმწიფოებრივი ცხოვრების ანა-ბანა'',- ამის შესახებ პარტია „ლელო - საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში გამგზავრებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, სავარაუდოდ, დღეს მიიღებენ გადაწყვეტილებას თუ ვინ იქნება წარმოდგენილი დელეგაციაში „ლელოდან“. მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს თავიდან არასწორი პოზიცია ჰქონდა, როდესაც უკრაინაში გამგზავრების თემა მოუგვარებელ საკითხებს დაუკავშირა, თუმცა მისი დღევანდელი პოზიცია სწორია.

"უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყების პირველი დღიდან „ლელო“ რჩება მომხრე იმისა, რომ საქართველო ერთიანი და მობილიზებული შეხვდეს იმ საფრთხეს, რომელიც ჩვენც გვემუქრება. უკრაინაში მიმდინარე ომი საქართველოს მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია. ჩვენ პირველივე დღიდან მივმართეთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ რიგგარეშე სხდომა ჩაგვეტარებინა და ერთიანი პოზიცია დაგვეფიქსირებინა, ჩვენ დღესაც ვრჩებით ამ პოზიციაზე, ამიტომ ყველა ვიზიტში თუ ურთიერთობაში „ლელო“ აქტიურად იქნება ჩართული. ჩვენ გადაწყვეტილებებს მივიღებთ პროცესის მიმდინარეობის კვალობაზე, ამიტომ სავარაუდოდ, დღეს ჩამოვყალიბდებით თუ ვინ იქნება დელეგაციაში „ლელოდან“. ერთი კვირის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა არასწორი პოზიცია, როდესაც უკრაინაში გამგზავრების თემა დაუკავშირა მოუგვარებელ საკითხებს, რომელიც ჩვენი უნიათობით იყო შექმნილი. დღეს მისი პოზიცია არის სწორი, როდესაც ამბობს, რომ მიემგზავრება უკრაინაში და ჰქონდა ურთიერთობა რადას თავმჯდომარესთან“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

წაკითხვა 222 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.