May 18, 2024

''არგუმენტი, რომ ვიღაცასთან ერთად არ ჩავჯდები თვითმფრინავში თუ მანქანაში, ბავშვურია, ამ ლოგიკით არც პარლამენტში უნდა ისხდნენ'' - ლევან იოსელიანი „ნაციონალურ მოძრაობაზე“

არგუმენტი, რომ ვიღაცასთან ერთად არ ჩავჯდები თვითმფრინავში თუ მანქანაში, ბავშვურია, ამ ლოგიკით არც პარლამენტში უნდა ისხდნენ, - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას, არ ჰყავდეთ წარმომადგენელი დელეგაციაში, რომელიც შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით გაემგზავრება უკრაინაში.

მისი თქმით, უკრაინაში დატრიალებული ტრაგედია შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაზე მეტია, ხოლო უკრაინაში ერთიანი ვიზიტით წასვლა საქართველოს სჭირდება.

„ჩვენთან ერთად წამოსვლასა და სოლიდარობის ჩვენებაზე რომ უარი თქვეს, ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან მგონი, შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაზე მეტია უკრაინაში არსებული ტრაგედია და ვითარება. არგუმენტი, რომ ვიღაცასთან ერთად არ ჩავჯდები თვითმფრინავში თუ მანქანაში, ეს ბავშვური არგუმენტია, ამ ლოგიკით არც პარლამენტში უნდა ისხდნენ და არაფერში არსად არ უნდა მიიღონ მონაწილეობა, სადაც არასასურველი ძალა თუ პოლიტიკოსი იმყოფება. ასეთი პოლიტიკით ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ, ვურჩევდი უკრაინის რადას თავმჯდომარის ინტერვიუს ერთხელ კიდევ მოუსმინონ, ნახონ მან როგორ ისაუბრა იმის მიუხედავად თუ რა დაძაბულობა არსებობდა იმ პერიოდში ქართულ - უკრაინულ პოლიტიკურ სპექტრს შორის, რამდენად კორექტულად, გვერდზე გადადო ეს დაძაბულობა. ეს ამ ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, ამიტომ მივდივართ, უკრაინაში მსოფლიო ლიდერები ჩადიან და საქართველო ჩავა თუ არა, ამით უკრაინისთვის ბევრი არაფერი შეიცვლება, ჩვენთვის შეიცვლება. მე გუშინ საღამომდე ინფორმაცია, რომ არ აპირებდნენ წამოსვლას, არ მქონდა, გუშინ საღამომდე ყველაფერში იღებდნენ მონაწილეობას, ეს ახლა გადაწყვიტეს, როგორც ჩანს. მე ასე ცალსახად არც ხატია დეკანოიძისგან, არავისგან არ გამიგია ამის შესახებ", - განაცხადა იოსელიანმა.

წაკითხვა 213 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 14 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.