May 18, 2024

შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა.

დელეგაციაში არიან საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერები – დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი. ასევე, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი – გიორგი ხოჯევანიშვილი.

დელეგაციის წევრების განცხადებით, უკრაინაში მიდიან, რათა უკრაინელ მეგობრებს ქართველი ხალხის სახელით სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადონ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში ვიზიტის დროს, ჯგუფის შემადგენლობაში არ არიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ იქნებიან, ხოლო ოპოზიციონერმა დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ აღნიშნა, რომ „ევროპელი სოციალისტების“ წევრები უკრაინაში ობიექტური მიზეზების გამო ვერ წავიდოდნენ.

წაკითხვა 207 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.