May 19, 2024

IRI-ის კვლევის თანახმად, მოწონების რეიტინგში პირველ ადგილზეა ილია II, მეორეზე - კახა კალაძე, მესამეზე - სალომე ზურაბიშვილი

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 92% პატრიარქ ილია II-ის მიმართაა დადებითად განწყობილი, 53% - თბილისის მერ კახა კალაძის, ხოლო 52% - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ.

ამასთან, პატრიარქის მიმართ 4% უარყოფიდადაა განწყობილი. თბილისის მერით 43%-ია უკმაყოფილო, ხოლო პრეზიდენტით 45%.

რეიტინგში მეოთხე ადგილს, 47%-ით, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იკავებს. მის მიმართ უარყოფითად 48%-ია განწყობილი.

მეხუთე ადგილზე, 46%-ით, ომბუდსმენი ნინო ლომჯარიაა. მისით უკმაყოფილო 40%-ია.

ანა დოლიძის მიმართ გამოკითხულთა 44% აფიქსირებს დადებით განწყობას, უარყოფითს კი 35%.

გამოკითხულთა 40% ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას, მიმართ დადებითადაა განწყობილი, 55% კი უარყოფითად.

დავით უსუფაშვილი 39%-ს მოსწონს, 48% კი მას უარყოფითად აფასებს.

39% დადებითადაა განწყობილი ელენე ხოშტარიას მიმართ, მისით უკმაყოფილო 52%-ია.

ირაკლი კობახიძე, 38%- ს მოსწონს, უკმაყოფილო კი 56%-ია.

გიორგი ვაშაძის რეიტინგი 37%-ია, მისით უკმაყოფილებას 56% გამოხატავს.

37% დადებით განწყობას გამოხატავს თეა წულუკიანის მიმართ, 57% კი უარყოფითს.

ნიკა მელიას მიმართ დადებითად 37%-ია განწყობილი, 58% კი უარყოფითად.

შალვა ნათელაშვილი 33%-ს მოსწონს, 63% მის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს.

ბიძინა ვანიშვილის მიმართ დადებითად 31%-ია განწყობილი, უარყოფითად კი 60%.

გამოკითხულთა 31% დადებითადაა განწყობილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ, 60% უარყოფითად.

შალვა პაპუაშვილის მიმართ დადებით განწყობას 27% გამოხატავს, უარყოფითს 39%.

მამუკა ხაზარაძე გამოკითხულთა 27%-ს მოსწონს, მის მიმართ უარყოფითად 61%-ია განწყობილი.

ალეკო ელისაშვილის მიმართ დადებითად 27%-ია განწყობილი, უარყოფითად 64%.

ნინო ბურჯანაძის რეიტინგი 25%-ია, ის 69%-ს არ მოსწონს.

ბადრი ჯაფარიძის მიმართ დადებითად 23%-ია განწყობილი, უარყოფითად 58%.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ დადებით განწყობას 23% აფიქსირებს, უარყოფითს 69%.

გიგა ბოკერიას მიმართ დადებითად 18%-ია განწყობილი, უარყოფითად 76%.

ხათუნა სამნიძის მიმართ დადებითად განწყობილია 16%, ხოლო უარყოფითად 45%.

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM -ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 64 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

წაკითხვა 245 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.