May 19, 2024

"მე განვიხილავ, რომ დიდი ჰესები: „ნამახვანი“, „ნენსკრა“, „ხუდონიც“ მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით განხორციელდეს" - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში დიდი ჰესები, მათ შორის - „ნამახვანი“, „ნენსკრა“, „ხუდონიც“ მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით უნდა განხორციელდეს.

აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავრობის ეკონომიკური გუნდი კონკრეტულ გეგმას ენერგეტიკის განვითარების მიმართულებით რამდენიმე კვირაში წარმოადგენს.

 „ჩემი პოზიცია არის ძალიან ცალსახა. რა თქმა უნდა, მცირე და საშუალო ჰესები უნდა იყოს ქვეყანაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მხოლოდ. მე ჩემი პოზიცია „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით საჯაროდაც გამოვხატე, იქ რაღაც კითხვები არსებობდა და ახლა ჩვენ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ ყოფილ ინვესტორთან და შედეგებს ძალიან მალე გაცნობებთ. რაც შეეხება ზოგადად ჩემ პოზიციას, ეკონომიკურ გუნდში ჩვენ განვიხილავთ, რომ ასეთი ტიპის, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი დიდი პროექტები უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს მიერ. ამის რესურსები აქვს სახელმწიფოს და დავალება უკვე მიცემული მაქვს ეკონომიკის მინისტრისთვის, მთელი ეკონომიკური გუნდი მუშაობს ამ მიმართულებით და რამდენიმე კვირაში გეგმას წარმოვადგენთ.

თუ ენერგეტიკა არ განვავითარეთ, ჰესები არ ავაშენეთ, ძალიან რთული იქნება ენერგოუსაფრთხოებაზე და ენერგოდამოუკიდებლობაზე საუბარი და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. საერთოდ, ენერგეტიკის განვითარება უნდა უსწრებდეს ეკონომიკის ზრდას, ახლა პირიქით არის, გვაქვს ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა. ამიტომ ამას უნდა დავაწიოთ ენერგეტიკის ზრდა. ჩვენ წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტ ენერგიას ვყიდულობთ. შემოგვაქვს აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და ეს პრობლემაა. ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით ერთადერთი გზა არსებობს, რომ მაქსიმალურად რაციონალურად და გონივრულად გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული სიმდიდრეები, ჰიდრორესურსები. მე განვიხილავ, რომ დიდი ჰესები - „ნამახვანი“, „ნენსკრა“, „ხუდონიც“ მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით განხორციელდეს, რომ ეს ჩვენი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოსი იყოს და არა კერძო ინვესტორების. მე ხელს შევუწყობ კერძო ინვესტირებას. დღეს ენგური რომ არ იყოს, წარმოგიდგენიათ, რამხელა პრობლემა იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის? ეს არის ჩემი პოზიცია და ამას იზიარებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური გუნდიც. ვმუშაობთ და ძალიან მალე ჩვენ ხედვას წარმოვადგენთ, როგორ განვავითაროთ ენერგეტიკა. ჩვენი მთავარი მოტივაციაა, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები ყველა მიმართულებით, იქნება ეს ენერგეტიკა თუ ეკონომიკა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

წაკითხვა 203 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 30 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.