May 18, 2024

''მნიშვნელოვანია, რომ ისტორიულ პროცესში ჩვენი ერი არის და რჩება ერთიანი'' - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო უერთდება უკრაინასა და მოლდოვას და წარადგენს ევროკავშირის წევრობის კითხვარს, მნიშვნელოვანია, რომ ამ ისტორიულ პროცესში ჩვენი ერი არის და რჩება ერთიანი,

– ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

პრეზიდენტის განცხადებით, დღეს დიდი ნაბიჯი გადაიდგა.

„საქართველო უერთდება უკრაინასა და მოლდოვას და წარადგენს ევროკავშირის წევრობის კითხვარს. ეს არის ის, რაც ჩვენს სამ ქვეყანას აერთიანებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ისტორიულ პროცესში ჩვენი ერი არის და რჩება ერთიანი. გილოცავთ!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი დღეს გადასცა.

წაკითხვა 259 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.