May 18, 2024

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი, ხვალ, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას გეგმავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოჯახი, ხვალ, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას გეგმავს.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ჟურნალისტებს განუცხადა და მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„დღითიდღე ვხედავთ როგორ მძიმდება ჩემი ძმის მდგომარეობა. ძალიან აღელვებული ვარ, ვინაიდან ვხედავ, რომ ადამიანი, სრული გაგებით, იღუპება. მე ვალდებული ვარ განვაცხადო, აღარ არის ლოდინის დრო! რამდენიმე დღის წინ განვაცხადე, რომ ვაპირებდი რეგიონებში სიარულს. ორი დღე ვაკვირდებოდით მიმდინარე პროცესებს, გვესმის ქილიკი და ჩვენი ოჯახის შეურაცხყოფა, რომ „საჭმელი ჭამოს“, „არაჟანთან ერთად გადაადგილდება“. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას - გონს მოეგეთ! აღარაა დრო საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ასე მოექეცით, რომელსაც საქართველოს წინსვლასა და შენებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. ამიტომ ოჯახმა გადავწყვიტეთ ხვალ, კანცელარიასთან 19:00 საათზე ვაორგანიზებთ აქციას, რომელიც იქნება იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებას საქართველოს მოსახლეობის ხმა გავაგონოთ. მივმართავ ასევე ემიგრანტებს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს - გვერდით დაგვიდგნენ! ეს არის ჩვენი ბოლო შანსი, რომ გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე. მივმართავ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს - არ აქვს მნიშვნელობა „ნაციონალური მოძრაობის“, „ქართული ოცნების“ თუ სხვა პოლიტიკური მიმდინარეობის მომხრე ხართ. ერთი არის ცხადი, ადამიანი ითხოვს, ოჯახი ითხოვს შველას და ვინაიდან საქართველოში ყოველთვის იყო და არის ოჯახის კულტი, მივმართავ თითოეულ ოჯახს, დებს, ძმებს, მშობლებს, გვერდით დაგვიდექით და გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე, ვინაიდან ყოველი წუთი შეიძლება დადგეს ფატალური. ჩვენ საქართველოს ისტორიაში გვქონია ძალიან ბევრი შემთხვევა, როცა გაგვიწირია ადამიანები, რომელთაც საქართველოს მშენებლობაში ლომის წილი მიუძღოდათ“, - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

წაკითხვა 224 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 04 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.