May 18, 2024

"ჩვენ, ზოგადად, გვინდა, რომ სააკაშვილი გაიქცეს ქართული პოლიტიკიდანაც და ციხიდანაც" - იაგო ხვიჩია

ჩვენ, ზოგადად, გვინდა, რომ სააკაშვილი გაიქცეს ქართული პოლიტიკიდანაც და ციხიდანაც,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე უარის თქმა ხომ არ უკავშირდება იმას, რომ ხელისუფლება ფიქრობს, ამით ის სასჯელს გაექცევა.

ხვიჩია გამოეხმაურა ასევე, ევროპის სახალხო პარტიის განცხადებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ ის ან საქართველოში კლინიკაში ან საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ და აღნიშნა, რომ მას ნაწილობრივ ეთანხმება.

„საზღვარგარეთ მის გადაყვანის ნაწილში დიდი ხანია ვეთანხმები, თუმცა, ქვეყნის შიგნით გადაყვანას, მისი მკურნალობის თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა არ ექნება. როგორც ჩანს, პატიმრობის პირობებში ჯანმრთელობის აღდგენა უფრო რთულად ხდება. მოვუწოდებდი სააკაშვილის მეგობრებს, ქვეყნის შიგნით გადაყვანაზე მაინცდამაინც დიდი აქცენტი არ გააკეთონ", - განაცხადა ხვიჩიამ.

წაკითხვა 232 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.