May 18, 2024

''მნიშვნელობა არ აქვს ქვეყანა დიდია თუ პატარა, როცა თავისუფლებას ვიცავთ, ყველას წვლილს აქვს მნიშვნელობა'' - ვოლოდიმირ ზელენსკი ისლანდიის პარლამენტს

მნიშვნელობა არ აქვს ქვეყანა დიდია თუ პატარა, როცა თავისუფლებას ვიცავთ, ყველას წვლილს აქვს მნიშვნელობა, - ამისშესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისლანდიის პარლამენტისთვის მიმართვისას აღნიშნა.

ზელენსკის თქმით, უკრაინა ქვეყნის აღსადგენად უკვე ემზადება.

„აშკარაა, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის ხელში ჩაგდებისა და მასში სიცოცხლის განადგურების მცდელობა. არა! ეს თავისუფლების ხელყოფაა. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს ყველა თავისუფალი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთთან დაპირისპირებაში მარტო არ დარჩეს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ერი დაეხმაროს. მადლობელი ვარ თქვენი ხალხის იმ ნაბიჯებისთვის, რომელიც უკვე გადადგით. მე მოგიწოდებთ, არ გაჩერდეთ. მოვუწოდებ თქვენს მთავრობას, თქვენს დიპლომატებს, თქვენს ხალხს, რუსეთზე ზეწოლის გაზრდას მხარი დაუჭირონ. ვიყოთ თავისუფლების დამცველები ყველა მიმართულებით, არავითარი ვაჭრობა ტირანიასთან, უპირველეს ყოვლისა აუცილებელია, რუსული ნავთობპროდუქტების მიტოვება. არანაირი ფინანსური კავშირი ტირანიასთან, არანაირი პოლიტიკური დახმარება ტირანიისთვის. მნიშვნელობა არ აქვს ქვეყანა დიდია თუ პატარა, როცა თავისუფლებას ვიცავთ, ყველას წვლილს აქვს მნიშვნელობა. ჩვენ, უკრაინაში გამარჯვების ნამდვილად გჯერა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ განვდევნოთ დამპყრობლები, ჩვენი მიწა და ჩვენი ხალხი გავათავისუფლოთ. თარიღს ვერ გეტყვით როდის მოხდება ეს, მაგრამ ჩვენ უკვე ქვეყნის აღსადგენად ვემზადებით", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა ისლანდიას მოუწოდა, უკრაინის აღდგენის პროცესში უკრაინას შეუერთდნენ.

„ჩვენ ვიწვევთ ჩვენს მეგობრებს, უკრაინის აღდგენის პროგრამის განხორციელებაში ჩვენთან ერთად მონაწილეობა მიიღონ. მე ვიწვევ თქვენს ქვეყანას, თქვენს კომპანიებს, რათა უკრაინის რეკონსტრუქციაში მონაწილეობა მიიღონ, კერძოდ ჩვენი სახელმწიფოს ენერგომოდერნიზაციაში, რადგან თქვენი ენერგოეფექტურობის გამოცდილებაც დაეხმაროს ჩვენს ხალხს. დარწმუნებული ვარ, ამ სამუშაოს დაწყებას მალე შევძლებთ, მაგრამ ჯერ ჩვენ დავიცავთ თავისუფლებას, ჩვენს საერთო თავისუფლებას, ჩვენ ამას გავაკეთებთ", - დასძინა ზელენსკიმ.

წაკითხვა 232 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.