May 18, 2024

''სამარცხვინო გადაბრალების პროცესი აღვირახსნილ ფორმას იღებს და მთავრდება ლოზუნგით - ოპოზიციას არ უნდა ევროკავშირში გაწევრიანება, ომი უნდა - რომელმა სულელმა დაუწერა მათ ეს ლოზუნგი?!'' - რომან გოცირიძე

სამარცხვინო გადაბრალების მრავალწლიანი პროცესი კიდევ უფრო აღვირახსნილ ფორმას იღებს და მთავრდება ლოზუნგით -

ოპოზიციას არ უნდა ევროკავშირში გაწევრიანება, ე.ი. უნდა ომი და მეორე ფრონტი - რომელმა სულელმა დაუწერა მათ ეს ლოზუნგი?! - ასე ეხმიანება "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი რომან გოცირიძე ჟურნალისტებთან ირაკლი კობახიძის განცხადებას.

მისი თქმით, ოპოზიციამ ხალხთან ერთად ფაქტობრივად აიძულა ხელისუფლება, რომ ევროკავშირში განაცხადი შეეტანა, ხოლო თუ ვინმე სტატუსის მისაღებად არაფერს აკეთებს ან პირიქით აფუჭებს, ეს მხოლოდ ხელისუფლებაა.

"მოუთმენლად ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, თითოეულმა ადამიანმა, ყველა პარტიამ, რის გაკეთებაც შეეძლო, გააკეთა, ვაჩვენეთ ოპოზიციური ერთიანობა, არც კი უნდოდათ განაცხადის შეტანა ევროკავშირში და ოპოზიციამ მივაღებინეთ იძულებით რეზოლუციის პროექტი, გავგზავნეთ წერილი ევროკავშირში, რომ არ დაიჩაგროს ქვეყანა ცუდი მთავრობის გამო. ვინც არაფერს აკეთებს, ან პირიქით - აფუჭებს, ეს არის საქართველოს მთავრობა, თუნდაც ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯებით, ნიკა გვარამიას დაპატიმრებით და ახლა მიდის პროპაგანდა, რომ თუ ამ პროცესში საქართველო უკრაინას და მოლდოვას ჩამორჩება, ვიღაცას გადააბრალონ, სამარცვინო გადაბრალების მრავალწლიანი პროცესი კიდევ უფრო აღვირახსნილ ფორმას იღებს და ასეთი ლზუნგით მთავრდება - ოპოზიციას არ უნდა გაწევრიანება, ე.ი. ომი და მეორე ფრონტის გახსნა უნდა! რომელმა სულელემა დაუწერა ეს ლოზუნგი? ეტყობა ივანიშვილს ჰყავს მრჩევლები, სუფრაზე ხან უმღერებენ, მერე ჭამენ, სვამენ ერთად აგარაკზე, ვინ ჰყავთ მრჩევლები ვიცით და ალბათ, იმათ ურჩიეს. ვინ იჯერებს ამას, ბრიყვი ჰგონიათ მოქალაქეები?!"- განაცხადა გოცირიძემ.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველო იმსახურებს წევრობას, მიუხედავად იმისა, ის ჩამორჩება მოლდოვას დემოკრატიის ხარისხით და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

"ქართველი ხალხი იმსახურებს წევრობას, მაგრამ საქართველო რომ ჩამორჩება მოლდოვას, ეს არის ორჯერ ორი, მოლდოვაში გააგდეს ოლიგარქი, რუსეთის მომხრე პრეზიდენტი დოდონი ციხეში ზის კორუფციის გამო, პროევროპული პარლამენტი და პრეზიდენტი აირჩიეს, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, მოსართლეების მიმართ არ აქვთ პრეტენზია და არ ჰყავთ პოლიტიკური პატიმრები. ჩვენ თუ ამ ქვეყნებს ჩამოვრჩით დიდი ხნით, გარიყული ვიქნებით, ამიტომ ევროკავშირმა ეს უნდა გაითვალისწინოს, მოვა ხელისუფლება, რომელიც შეწყვეტს პოლიტიკურ დევნას და დაადგება დემოკრატიის განვითარების გზას, არ უნდა შეხედონ, რომ ეს ხელისუფლება მარადიულია", -განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისათვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "რადიკალებისა და მათი უცხოელი ლობისტების გათვლა მარტივია, საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამას უნდა მოჰყვეს საზოგადოების მღელვარება, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელისუფლების გადატრიალება და საქართველოს ომში ჩართვა".

წაკითხვა 198 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 30 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.