May 18, 2024

''ოპონენტები პოლიტიკურ დამარცხებად განიხილავენ, თუ ევროკავშირი თავის გადაწყვეტილებაში პოზიტიური იქნება'' - გია ვოლსკი

ოპონენტები პოლიტიკურ დამარცხებად განიხილავენ, თუ ევროკავშირი თავის გადაწყვეტილებაში პოზიტიური იქნება, -

ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მასიური და გააფთრებული შეტევა მიმდინარეობს შესაძლო გადაწყვეტილებაზე, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას გულისხმობს, რაც პოლიტიკური ზნეობისგან იმდენად მოწყვეტილია, რომ ვალდებულნი არიან ამ თემაზე ისაუბრონ.

„საქართველო რეგიონში ყველა რეიტინგით, კრიტიკულ ანგარიშებშიც კი, საკმაოდ წინ არის თავის კოლეგებზე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ვეჯიბრებით, პირიქით, მდგომარეობაა ურთულესი, უკრაინის ომს ვგულისხმობ. ამ რთულ მდგომარეობაში სამივე ქვეყანას მძლავრი ევროპული მხარდაჭერა და ევროპული ქოლგა სჭირდება, როგორც სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე უსაფრთხოების მიმართულებით. ჩვენი მიმართვა აქედან გამომდინარეობს. სკეპტიციზმი გაჩნდა უკრაინაზეც და მოლდოვაზეც, საქართველოს ცოტა განსხვავებული მდგომარეობა აქვს, რადგან შიდა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან საქართველოს მიმართ შეტევა არის განსხვავებული ჩვენი კოლეგა ქვეყნებისგან. ეს შეტევა არის ინტენსიური, მასიური და საკმაოდ გეგმაზომიერი",- განაცხადა ვოლსკიმ.

წაკითხვა 243 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.