May 18, 2024

''''ALDE''-სკონგრესმა ქართული ოპოზიციური პარტიების ინიცირებული რეზოლუცია მიიღო'' - ხათუნა სამნიძე

ჩვენი მანდატის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ და ველაპარაკებით ჩვენი ევროპული ოჯახის წევრებს.

სწორედ ამის შედეგია, რომ ALDE-ს კონგრესმა ქართული ოპოზიციური პარტიების ინიცირებული რეზოლუცია მიიღო და კომისიას მოუწოდა, რომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირონ, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომელიც ირლანდიაში ADLE-ს კონგრესზე იმყოფება.

 

სამნიძის თქმით, ამ პროცესში აუცილებელია, სწორი ნაბიჯები გადაიდგას და სწორი განცხადებები გაკეთდეს.

 

„კითხვები, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ” გააჩინა საზოგადოებაში, ჩვენი ევროპელი პარტნიორების წრეებში, ამ კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს. ჩვენი მანდატის ფარგლებში, რა შესაძლებლობაც ოპოზიციას გვაქვს, ამას ვაკეთებთ. ჩვენ ევროპულ ოჯახში ვცდილობთ, რომ ყველა არგუმენტი მოვიყვანოთ და პირადადაც დაველაპარაკოთ მათ. სწორედ ამის შედეგია, რომ ქართულმა დელეგაციამ შეძლო ის, რომ დღეს კონგრესმა მხარი დაუჭირა და მოუწოდა კომისიას, ეს სტატუსი მიანიჭონ ქვეყანას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ძალიან ცუდი ხელისუფლება ჰყავს, ჩვენ მაინც ოპტიმისტურად უნდა ვიყოთ. ევროპულ პერსპექტივას მოგვცემენ პარტნიორები, მაგრამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონკრეტული და ძალიან მკაცრი დათქმებით" , - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

 

შეგახსენებთ, დუბლინში, მიმდინარე ALDE-ს ყრილობაზე, „რესპუბლიკური პარტიის", „სტრატეგია აღმაშენებლის", „თავისუფალი დემოკრატების", „გირჩი-მეტი თავისუფლების" და „ლელოს" ინიციატივით, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხს შეეხება.

წაკითხვა 189 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 05 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.